მოგესალმებით,
ვიწყებ პატარა საქმეს, სადაც არ იქნება დიდი ბრუნვა... ბუნებრივია, კომერციული საქმიანობისთვის მჭირდება იურიდიული ფორმა, რომელიც უნდა ავირჩიო.
ასევე, ბუნებრივია მინდა ლეგალურად რაც შეიძლება ნაკლები გადასახადი გადავიხადო. რამდენადაც ვიცი შპს არის ყველაზე გავრცელებული და ასევე ყველაზე სტანდარტული, დიდი გადასახადები (100,000> დღგ + თანხის გატანაზე საშემოსავლო 20%)
მაინტერესებს ინდ. მეწარმე და მცირე ბიზნესი რა + ებს შეიცავს (მითხრეს რომ მცირე ბიზნესზე მხოლოდ ბრუნვის 1% იხდი) და რა მინუსებს (მითხრეს რომ ქონებით ხარ პასუხიმგებელი).
ანუ, დღეს-ხვალ უნდა გადავწყვიტო რა ფორმით დავიწყებ საქმიანობას. მადლობელი ვიქნები რჩევებისთვის