#54830776 · 19 Jun 2019, 09:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სათავეს თუ ეძებ აქ არის:
იოანეს სახარება თავი მერვე
4. და უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით;
5. მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა; შენ რაღას იტყვი?
6. ხოლო ამას საცდუნებლად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. იესო კი დაბლა დახრილიყო და თითით რაღაცას წერდა მიწაზე.
7. მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა.
8. მერე კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო.
9. ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომარე ქალი.
10. წამოიმართა იესო და რაკი ქალის გარდა ვერავის მოჰკრა თვალი, უთხრა მას: ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?
11. მან კი მიუგო: არავინ, უფალო, და უთხრა მას იესომ: არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარა სცოდავ.
მოგეხსენებათ ეს ქალი მართლაც დაადგა ქრისტიანულ გზას.
ამ მაგალითით ქრისტემ დააწესა მრუშთა განკუნვა არა ძალადობით,არამედ უფლის სიტყვით .
პრობლემა იმაშია,რომ ჩვენ მოძღვრებს არა აქვთ ასეთი ქადაგების და აღზრდის უნარი.
ამიტომაც ისევ ძველი აღთქმის ხერხებს მიმართავენ,ტაბურეტი,კომბალი,ქამარი და ა.შ.
თუ არ მოხდა ძირეული რეფორმები მართლმადიდებლობაში ასე გაგრძელდება უსასრულოდ.
|