#54833483 · 19 Jun 2019, 17:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნიუ-იორკში არალეგალ უცხოელებს მართვის მოწმობის აღება შეეძლებათ - გადაწყვეტილება ნიუ-იორკის დემოკრატმა გუბერნატორმა მიიღო.
ენდრიუ ქუომომ შესაბამის კანონს ხელი უკვე მოაწერა. ახალი განკარგულებით, შტატების უდიდეს ქალაქში მცხოვრებ არალეგალ მიგრანტებს, რომლებსაც საბუთები არ გააჩნიათ, მართვის მოწმობის აღების საშუალება გამარტივებულად მიეცემათ.
კერძოდ, კანონპროექტი ადამიანებს საშუალებას აძლევს, ამერიკული საბუთების არქონის მიუხედავად, საგამოცდო ტესტები ჩააბარონ და ამერიკული მართვის მოწმობა მიიღონ, რეგისტრაციისთვის საკუთარ ქვეყანაში აღებული მართვის მოწმობა ან პასპორტიც კი საკმარისი იქნება; აქამდე ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა სოციალური დაზღვევის ნომერი ან შტატების ვიზა იყო.
როგორც გუბერნატორმა განმარტა, გადაწყვეტილების შედეგად, უსაბუთო ადამიანების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნაც გამარტივდება.
ნიუ-იორკი აშშ-ის მეცამეტე შტატია, სადაც არალეგალებისთვის მართვის მოწმობის მიღება დაკანონდა. ვარაუდობენ, რომ ახალი გადაწყვეტილებით 400.000 ადამიანი მიიღებს პროფიტირებას. კანონი ძალაში 180 დღეში შევა.
ავტორი: მიხეილ ხაჩიძე
This post has been edited by Lаki on 19 Jun 2019, 17:40
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|