ამ პარადის ორგანიზება დაგეგმა ლიბერალურმა მხარემ და დაგეგმა ოცნების საბოლოოდ გასანადგურებლად, ჩუგოშვილი რო გიზით მანდ პარლამენტში მაგრად გაუფრთხილდით მაგრად, პირველი ეგ დაგადებთ ხელს და ეგ იტყვის დამნაშავეები იყვნენ ყველანი, ერთი მე ვიყავი მანდ უდანაშაულოო.
ლობჟარიას სახალხო დამცველის პოსტზე დასანიშნად რომ ვენებს იჭრიდით, ზუსტად ეგ გაჭერთ მაზოლზე ფეხს და ეგ არის ამ ყველაფრის ორგანიზატორი.
ოცნება დააყენეს ფაქტის წინაშე, იციან რა ხალხის განწყობა ამ პარადისადმი, ლიბერალურმა მხარემ კატეგორიულად მოითხოვა პარადის ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ მართლა არსებობს უკვე საფრთხე რომ მოხდეს შეტაკება და ძალადობა, ლიბერალური მხარე კატეგორიულად ითხოვს პარადის მაინც ჩატარებას.
პირიქით კარგიც იქნება თუ ძალადობა მოხდება, ეს უნდა გაშუქდეს შემდგომ მთელს მსოფლიოშიო
ამიტომ ოცნების ერთადერთი გადარჩენა ამ სიტუაციაში იქნება, ამ პარადის ჩატარების არ დაშვება, შსს-მ პირდაპირ უნდა დააპატიმროს ყველა ორგანიზატორი და პროვოკატორი, ვინც შსს-ს გაფრთხილების მიუხედავად, მაინც გააგრძელებენ პარადის ორგანიზებას და განხორციელებას.
მხოლოდ ამ შემთხვევაში შეინარჩუნებს ოცნება სახეს ხალხის თვალში.
ოცნებას აქვს დღეს საბედისწერო არჩევანი
1. ან ხალხი და ხალხის თვალში ჯერ კიდევ რაღაც ღირსების შენარჩუნება, რა დროსაც ლიბერალური მხარე მთლიანად უნდა ჩამოიცილოთ.
2. ან ლიბერალების უკანალში ბოლომდე შეძრომა, და ხალხის ბოლომდე და საბოლოოდ გადაკიდება, რაც ზუსტად ლიბერალების მიზანია, რომ ბოლომდე მოხდეს ოცნების შეძულება ხალხის მიერ, და შემდგომ უკვე ოცნება შეძულებულ ხალხში თავიანთი კანდიდატების და პარტიების გათრევა.
ელჩებიც კი მათ მხარეს არიან, ენჯეოების, ბოკერიების და პატარაიების და არა ხელისუფლების

ხოდა მიდით ეხლა და გააკეთეთ არჩევანი, ამ ლიბერალებისადმი კუდის ქიცინმა მიგიყვანათ აქამდე, და ხომ ხედავთ ბოლოს მაინც ცელი გამოგისვეს და ამ არჩევნის წინაშე დაგაყენეს.
კალაძეებმა და ივანიშვილებმა, რა ხარისხის და რაოდენობის პეროც არ უნდა გაირჭონ უკანალში, ისინი მაინც ხიხოები იქნებიან ლიბერალების თვალში, აი ამას რო ვერ ხვდებით ამდენიხანია, იმიტომაც ხართ დღეს ესეთ დღეში.
აკაკი წერეთლის ღამურა მაინც წაიკითხეთ, თქვე დაკომპლექსებულო მართლა გოიმებო და იქნებ რამეს მიხვდეთ.
უნახავმა რა ნახაო და დედითავისო
პ.ს.
ერთმა უგნურმა თაგუნამ
იუკადრისა თაგვობა,
დასწყევლა თვისი გაჩენა,
ბუნების იწყო მან გმობა:
“იმ უსამართლო ბუნებამ
თაგვად რად გამაჩინაო?
მე სხვაგან ყოფნა მინდოდა,
მან ჭერ-ქვეშ მომცა ბინაო!
“ვის ეკადრება თაგვებთან
კუდის ბზეკა და ლხენაო?
მე შემშვენოდა ჩიტობა,
რომ მეწყო აღმა ფრენაო.
“რომ ვინმე ჩიტად მაქცევდეს,
გამომაბამდეს ფრთებსაო,
გავფრინდებოდი, ერთს წამსა
გადავივლიდი მთებსაო!”
რომ დაასრულა ეს ნატვრა,
ნახა, რომ ფრთები ესხმება
და მეტის სიხარულითა
საბრალოს თავბრუ ესხმება...
ზიზღით შეხედა თვის ტოლებს,
დაუყოვნებლივ ავარდა,
ჩიტებში გამოერია,
იმანაც გაინავარდა...
ჩიტებმა ახედ-დახედეს,
სთქვეს: “ვინ მოსულა ესაო?
რა სჯულის ცხოველი არის?
ჩვენთან ვინ გააწესაო?
“თვალ-ტანადობა თაგვს უგავს,
ფრთები ასხია ჩვენიო!
როგორღაც კეთილ სულს არ ჰგავს...
ჭირი არის და სენიო!
“ეგება მტრებმა მოგზავნეს,
შემოჩენილი იყოსო!
არიქა, ფრთხილად იყავით,
არავინ გაგვაბრიყვოსო!...”
დაჰჟღივლეს, ჩაუნისკარტეს,
გაჰკრეს-გამოჰკრეს ბრჭყალები,
სისხლი ადინეს ღამურას,
გამოუბნელეს თვალები!
დაღმა დაეშვა ღამურა,
მიმართა ისევ ძველ სადგურს...
მაგრამ იქ უფრო შავი დღე
დაუდგა მაშინ უბედურს:
თაგვებმა აითვალწუნეს,
აღარ მიიღეს, რომ ნახეს,
მივარდნენ ერთად საკბენად,
“ჰკა მაგასაო!” დასძახეს...
მაშინ კი მიხვდა ღამურა,
რომ ანგარიში წაუხდა
და მისი ნატვრა უგნური
საჭირბოროტოდ აუხდა!
გვიანღა იყო! გაფრინდა
გაკიცხულ, თავლაფდასხმული,
ერთ ძველ ნანგრევში შეფრინდა
და მოიბრუნა იქ გული.
მას შემდეგ ნანგრევში ბუდობს,
დღე-დღე ვერ ჩნდება სირცხვილით
და მუდამ ამას წრიპინობს
კვნესით და გულის ტკივილით:
“კრულ იყოს მისი სახელი,
ვინც მთა გასცვალოს ბარზედა!
თვის ტომის დამწუნებელსა
ჭირი მიუვა კარზედა!
“ნურავინ ისხამს სხვის ქურქსა
და ნუ სცვლის თვისსა ენასა,
თორემ ბოლო დროს მოიმკის
ჩემსავით ცრემლთა დენასა!
“გადაგვარების მოსურნე
ბუნებისაგან კრულია!
მისი პირადი ღირსება
ყოველგან დაჩაგრულია!
“ძველ ტომში გამოსხლეტილსა
არ მოუშლიან კბენასა
და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ:
დაუწუნებენ ფრენასა!
“კრულია მისი ხსენება,
ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,
თვის ტომს ჰღალატობს და მითი
თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!”...
აკაკი წერეთელი1880
This post has been edited by tb-seli on 19 Jun 2019, 00:31