ცოტა უცნაურად დაემთხვა ამ ღრუსების ჩამოთრევა და პარლამენტში მოსკუპება პრაიდის ამბებს.
წარმოიდგინეთ, რომ ერთი ხელი მართავს ყველას, ვასაძესაც, პრაიდელებსაც და ა.შ. და რას აკეთებს:
- აანონსებს პრაიდის ამბებს, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გამაღიზიანებელია
- მეორე ხელით ჰქმნის ვასაძეს და მსგავს წარმონაქმნებს რომლებიც ძალადობისკენ მოუწოდებს ხალხს და შემოაქვს აჟიოტაჟი, ანუ ირევა სიტუაცია
>>>> გაითვალისწინეთ უკვე წინასწარ დაგეგმილია გავრილოვის ჩამოსვლა და ის რაც დღეს მოხდა<<<<<<
- გამართეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა თუ რა ჯანდაბაცაა, საკუთარი საქმე გააკეთეს (ტყუილად არ ჩამოვიდოდა ეგ ღრუსი) და უკვე წინასწარ დაგეგმილი პირველი და მეორე პუნქტით გაანეიტრალებენ და ჩააცხრობენ ამ ამბავს.
- ეხლა ისევ წამოწევენ პრაიდის თემები და ისევ წამოწევენ ვასაძეს და ამ უზარმაზარ ალიაქოთში რამოდენიმე დღეში ყველას დაავიწყებენ დღევანდელ ამბავს (აგერ მე და აგერ თქვენ).
- ამასთანავე, ბონუსად, ეს დაბრალდება საკუთარი გუნდიდან ყველაზე მეტად მოსაშორებელს (გამოიკვეთა ქუცნაშვილი), მოიშორებენ და ხელს შეაწმენდენ მას, რომ საზოგადოება დააკმაყოფილონ.
ანუ, საერთო ჯამში, მავანმა საკუთარი საქმე ისე გააკეთა, რომ საზოგადოება ათამაშა თოჯინასავით, პარლამენტში ოკუპანტი შემოუსკუპა და ეგეც ისე გადააგორა თითქოს არც არაფერი ისეთი არ მომხდარა.
რამდენად თვლით, რომ მსგავსი კავშირი და ასეთი გეგმის არსებობა შესაძლებელია?