#54844858 · 21 Jun 2019, 04:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცხოვრებაში ესე გაბრაზებული არ ვყოფილვარ.. მაგრამ შევეცდები ცენზურის ფარგლებში ვთქვა სათქმელი.. ასევე ზედმეტი დრამატიზაციის გარეშეც...
დღეს მოხდა ის, რასაც უბრალოდ ვერ დავუშვებდი გონებაში: პროტესტანტებს, რომლებიც სამართლიანად ძალიან გაბრაზებულები იყვნენ იმ სურეალურად აბსურდული ფაქტით, რაც გამოიხატება იმ ქვეყნის პარლამენტის წევრის, ვინც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია "დააკანონა", ჩვენი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ტრიბუნაზე გამოჭიმვით, გაუსწორდნენ ძალით, რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით და დაღვარეს სისხლი.
ისინი არ იდგნენ იქ რევოლუციისთვის, არ ითხოვდნენ მთავრობის შეცვლას. ისინი იდგნენ იქ, იმიტომ რომ ქართველობას, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, იმ ბიჭებს, ვინც ოკუპანტთან ომს სიცოცხლე შესწირა, სულში ჩააფურთხეს. ისინი იდგნენ იქ, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს ღირსების დასაცავად. და მათ მიიღეს სახეში, თვალებში, ყვერებში რეზინის ტყვიები, რადგან მთავრობას არ მოუნდა ამ სიბრიყვეზე ( ან ღალატზე) პასუხისმგებელი ორიოდ პირის გადაყენება.
დღეს მთავრობა გამოვიდა როგორც ხალხის წინააღმდეგ, ისევე სახელმწიფოს წინააღმდეგ. იმ იდეის წინააღმდეგ, რასაც ქვია ქართველობა და ქართული ინტერესები. შეიძლება მართლა იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა პროტესტანტთა გარკვეული ნაწილისგან, რომლის აღკვეთა იმ ძალით, რაც იქ იყო მობილიზებული, ძალიან ადვილად შეიძლებოდა, მაგრამ, ძალიან მეეჭვება რომ ის გოგო, რომელიც უმოძრაოდ იწვა სასწრაფო მანქანაში, და თვალთან ახლოს ღრმა ჭრილობა უჩანდა, ისეთ საფრთხეს წარმოადგენდა, რომ მსგავსი რესპონსი გამართლებული იყო.
ადგილი გვაქვს დანაშაულთან მთავრობის (გადაწყვეტილების მიმღები) წევრების მიერ, და მათ აბსოლიტურად არაადეკვატურ რეაქციაზე ღირსების დაცვისკენ მიმართულ პროტესტზე. შედეგად, დღეს ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და შემდეგ ამ ძალადობის გამოძიება, მიუხედავად იმისა, თუ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში.
ამას ვწერ და პარალელურად მესმის შეძახილები რუსთაველზე "საქართველოს გაუმარჯოს" და სროლის ხმა სამართალდამცავებისგან ამ შეძახილის ავტორების მიმართ. (მხოლოდ ტელევიზორში, სამწუხაროდ არა ვარ ქვეყანაში). არასდროს მეგონა რომ მსგავსი რამ 1989 წლის ცხრა აპრილის შემდეგ განმეორდებოდა.
This post has been edited by kaiser Soze on 21 Jun 2019, 04:10
|