2017 წელს ჩატარებული კვლევა რეზინის ტყვიების შესახებ.
https://bmjopen.bmj.com/content/7/12/e0181541984 შემთხვევა შეისწავლეს.
ადამიანების 3% ადამიანი დაიღუპა რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად.
15.1%-ს სამუდამოდ შეეზღუდა შესაძლებლობები (უმეტესწილად მხედველობა)
თავში დამიზნება მთავარი გამომწვევი მიზეზი იყო სამუდამო დასახიჩრების და ლეტალური შედეგების. თავის არეში მოხვედრა ლიდერია დაზიანებების სიმძიმით. 49.1% - ლეტალური შედეგი და 82.6% პერმანენტული დაზიანება.
71% დაზიანებებისა, რომლებიც სიკდვილით არ დასრულდა, კრიტიკული იყო. ყველაზე ხშირად - კანის და კიდურების.
და ეს კვლევა მოიცავს ყველანაირი სახის რეზინის ტყვიას, მათ შორის, აი იმ პატარა ბურთულებს. და ის პლასტმასის და კაუჩუკის ნაზავი, ატომურ ბომბს რომ ჰგავს, რომელსაც ესროდნენ მომიტინგეებს, ყველაზე ლეტალურია. ბალისტიკური მონაცემების გასაუმჯობესებლად, ფარფლებიც კი დაუმაგრეს ბოლოში.
2017 წელს გამოქვეყნდა ეს კვლევა. ბევრ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია მიტინგის დასაშლელად რეზინის ტყვიების გამოყენება.
იცოდა ოცნებამ და გახარიამ ამ კვლევის შესახებ?
თუ არ იცოდა, ვინ მისცა უფლება, ან რაზე დაყრდნობით, რომ "არალეტალური" დაარქვან?
თუ იცოდნენ, რატომ გამოიყენეს პირველივე ზომად 18 წლის ახალგაზრდებზე, როცა არავითარი საფრთხე აქციის მონაწილეების უმეტესობის მხრიდან არ არსებობდა?
რატომ გამოიყენეს ყველაზე უფრო მეტი ლეტალური თვისებების მქონე "რეზინის ტყვიების" სახეობა, რომლებმაც 3 ადამიანის მხედველობა შეიწირა?
რატომ უმიზნებდნენ ადამიანებს თავში და ახლო დისტანციიდან, როცა ამას ლეტალური შედეგის ან პერმანენტული დაზიანების მაქსიმალური რისკი აქვს?
კიდე ძალიან, ძალიან ბევრი რატომ.
და ბოლოს, როდის მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ყველა ის სპეცრაზმელი, რომელიც სასიკვდილოდ იმეტებდა ხალხს და ყველა ის პიროვნება, გახარიას თამადობით, რომელმაც ხალხის სასიკვდილოდ გამეტების და დასახიჩრების ბრძანებას ხელი მოაწერა, ან იცოდა და ჩუმად იყო?