#54846588 · 21 Jun 2019, 12:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მიუხედავად იმისა რომ დღეს ვაშაძემ ისევ დაანონსა აქციის გაგრძელება, არამგონია ამან რამე შეცვალოს. ეს ნაცმოძრაობა ფიქრობს, რომ 20 ივნისის დარბევამ ოცნების ხელისუფლებას წასვლის აუცილებლობა შეუქმნა, მაგრამ ოცნებაც რომ ასე ფიქრობდეს, მაშინ იგი მომიტინგეებს არც რეზინის ტყვიებს არ დაუშენდა.
თანაც ოცნების წასვლა და ნაცების მოსვლა საქართველოს ვერ გააძლიერებს. ასე რომ ქართული პოლიტიკის კოკიდან იგივე გადმოდინდების რავ შიგან არს. ანუ არა მარტო ოცნება და ნაცები არიან დისკრედიტირებულნი. არამედ მთელს დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არა ჩანს არც სხვა რომელიმე პოზიტიური პოლიტიკური ძალა თორემ უკუღმართი და ანტირევნული პარტია 200-ზე მეტი გვყავს.
ქართველი ხალხი უკვე ნაცებმაც და ოცებმაც გალახეთ. ასე რომ ამ მხრივაც ბარი ბარში ხართ და დაწყნარდით. ვერ ხედავთ რომ 30 წლიანი უსახელმწიფოობით გაწამებულ ამ საწყალ ქართველ ხალხს უკვე აღარც არაფრის თავი არა აქვს თორემ რამის თავი რომ კიდევ ჰქონდეს შერჩენილი არცერთი თქვენთაგანის ბურდღაც აღარ დარჩებოდა.
რას იკლავთ თავს ამ ხელისუფლებისათვის, მაშინ როცს ხელისუფლების მოხმარების თავი არცერთს არა გაქვთ?!
ხელისუფლებას უნდა დაეპატრონოს ის ვინც საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე კი არა არამედ ერის წინსვლაზე იზრუნებს. საქართველოს კი მარტო ამ წუმპიდან ამოსვლის აუცილებლობა კი არა არამედ დიდი გარღვევის აუცილებლობა აქვს. ამიტომ ისევ და ისევ გთავაზობთ დამითმოთ მე ხელისუფლება და მოგიხდენთ ამ დიდ გარღვევას. საქმესაც ორივეს ოხრად გაგიჩენთ.
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|