მთელი ტექსტი აქაა
http://www.tabula.ge/ge/story/150970-meria...748gr-WCdq-8fbAმერია, ანუ კალაძე:
"ამბობს, რომ მათ არ ჰქონდათ ვალდებულება, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ შეკრებილი მოსახლეობა დარბევის შესახებ გაეფრთხილებინათ, რადგან ორგანიზატორებმა მერიას 5 დღით ადრე არ შეატყობინეს, რომ აქციის გამართვას არ გეგმავდნენ."არადა, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, უფლებამოსილი წარმომადგენელი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოა. ამ შემთხვევაში თბილისის მერია.
კანონის მიხედვით, სწორედ კახა კალაძეს უნდა გაეფრთხილებინა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მოქალაქეები დარბევის შესახებ და მათთვის დაშლისკენ მოეწოდებინა.
2011 წლის 26 მაისს პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანზე გამართული საპროტესტო აქცია შუაღამით სპეცრაზმმა დაშალა. თუმცა, დარბევამდე თბილისის მერიამ არაერთხელ გააფრთხილა აქციის მონაწილეები.
პირველი განცხადება მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომლითაც აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებდნენ, აქცია სხვა ადგილას გადაეტანათ, რადგან 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს იქ აღლუმი უნდა ჩატარებულიყო. მოგვიანებით კი, თბილისის მერიამ "სახალხო კრების" ლიდერებს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ მათ აქციის სხვა ადგილზე გადასატანად დრო 25 მაისის ღამის 12:00 საათამდე ჰქონდათ და დაშლისკენ მოუწოდა.
This post has been edited by WP-Rex on 21 Jun 2019, 18:59