"მე რაც ვნახე, იქ ძალადობა არ იყო, მე ვუყურებდი ტელეკომპანია იმედს"- ზაქარია ქუცნაშვილი
17:36 2019-06-21
ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მას სპეცრაზმელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობა არ უნახავს, ვინაიდან ტელეკომპანია იმედს უყურებდა, მისი თქმით, თქმით, ის, რაც 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან მოხდა, მხოლოდ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, ვინაიდან ძალადობრივი მოწოდებები სწორედ მათ გააკეთეს:
“ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის პასუხისმგებლობა, ვინც გააკეთა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, ვინც გამოიწვია აგრესია პოლიციაზე. მე არ ავიღებ პასუხისმგებლობას ოპოზიციის ქმედებებზე. საკმარისზე მეტ პასუხისმგებლობას ვიღებ მე. ოპოზიციის საქციელზე მე პასუხისმგებლობას როგორ ავიღებ. ოპოზიციამ გააკეთა უკანონო მოწოდებები, მათ გააკეთეს პარლამენტში შეჭრის შესახებ განცხადებები და ამაზეც ზაქარიამ აიღოს პასუხისმგებლობა? მე რაც ვნახე, ყველა კადრი არ მინახავს, მე რაც ვნახე, იქ ძალადობა არ იყო. მე ვუყურებდი ტელეკომპანია იმედს, შესაბამისად, პირიქით, პოლიცია სამი საათის განმავლობაში იყო ფიზიკური ძალადობის ქვეშ. ეს ნახა მთელმა მსოფლიომ, როგორ იქცეოდნენ უპასუხისმგებლო ოპოზიციონერების წაქეზებით.” - განაცხადა დეპუტატმა.
http://www.newposts.ge/?l=G&id=208060-%E1%...%83%91%E1%83%90