#54849563 · 21 Jun 2019, 19:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მიდინარე მოვლენების ჭრილში ამჟამად დგას შემდეგი პირების პასუხისმგებლობის საკითხი:
- პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე - "დეზინფორმაციას ავრცელებენ, როდესაც იძახიან რომ ჩვენ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს და სხვადასხვა სახის გაზს, ეს არასოდეს არ იყო და არ იქნება ჩვენი გუნდის ხელწერა, ეს იყო ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მეთოდი", აქციის დარბევამდე 10 წუთით ადრე გააკეთა მან ეს განცხადება - შსს მინისტრი, გიორგი გახარია - არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის, ამას სავარაუდოდ საერთაშორისო დონეზე მოჰყვება რეაგირება და ეს ისეთი თემაა, როდესაც უბრალოდ აღშფოთებით ვერ შემოიფარგლებიან - თბილისის მერი, კახა კალაძე - აქციის დაშლის შესახებ წინასწარ გაუფრთხილებლობისთვის, ასევე მიმდინარე მოვლენების პირობებში არასათანადო რეაგირებისთვის, უფრო სწორედ რეაგირების არ ქონისთვის - ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არასათანადო რეაგირებისთვის ან/და რეაგირების საერთოდ არ ქონისთვის
სიას დაემატებიან სხვებიც, ადრე თუ გვიან მათი პასუხისმგებლობის საკითხი მიმდინარე მოვლენებზე აუცილებლად დადგება.
--------------------
ტიპებმა ქვეყნის მომავალი ლომბარდში ჩადეს ფული მოტეხეს და ვალდებულებებს ჩვენ გვიტოვებენ
|