WTO-ში რუსეთის გაწევრიანების საქართველოს თანხმობისთვის, რომლის გარეშეც რუსეთი ვერ შედიოდა ამ ორგანიზაციაში, რუსეთსა და საქართველოს შორის დოკუმენტთა პაკეტი გაფორმდა.
WTO-ში რუსეთის გაწევრიანების საქართველოს თანხმობისთვის, რომლის გარეშეც რუსეთი ვერ შედიოდა ამ ორგანიზაციაში, რუსეთსა და საქართველოს შორის დოკუმენტთა პაკეტი გაფორმდა. ხელშეკრულებას 2011 წლის 9 ნოემბერს მოეწერა ხელი ჟენევაში. ამ ხელშეკრულებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის დოკუმენტი იყო, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის 3 სახმელეთო საბაჟო პუნქტის გახსნას ითვალისწინებდა.
ხელშეკრულების თანახმად, სავაჭრო დერეფანი უნდა შექმნილიყო - ფსოუ-ზუგდიდის, როკი-გორისა და ლარსის მიმართულებით, სადაც მონიტორინგს შვეიცარიის მიერ შერჩეული კომპანია განახორციელებდა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სერგი კაპანაძე, „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას განმარტავს, ამ ხელშეკრულების განსაკუთრებული მნიშვნელობა ის იყო, რომ ამით რუსეთმა „აღიარა, რომ საქართველოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან ვაჭრობის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ აღიარა საქართველოს გარკვეული სუვერენიტეტი ამ ორ რეგიონზე. მეორე, ამ ხელშეკრულებაში აღიარა, რომ საქართველოსთან სახმელეთო სავაჭრო კორიდორი არის სამი - რომელიც გადის ლარსზე, რომელიც გადის როკზე და რომელიც გადის ფსოუზე და, რაც ყველაზე მთავარია, ამ მოლაპარაკებებში მას არ ჰყავდა ჩართული არც აფხაზეთის და არც ცხინვალის წარმომადგენლები. ასევე, რეალური საერთაშორისო ყოფნა გაგვიჩინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მოგვცა საშუალება, ამის შესახებ მივიღოთ ინფორმაცია“.
უნდა მოვითხოვოთ ხელშეკრულებაში ჩადებული პირობების შესრულება !
პ.ს. სტატია ვრცლად :
https://factcheck.ge/ka/story/25879-ruseths...s-shetsvla-unda