საქართველოს ნატოში მიღება გადაწყვეტილი ჰქონია აშშ-ს სექტემბერში - რუსეთს აქვს ვადა, ისე არიოს საქართველო სექტემბრამდე, რომ უარი თქვან მის მიღებაზე - წინ სპეცოპერაციის უფრო დიდი ტალღა გველოდება“
23:35 21.06.2019 „საქართველოს ნატოში მიღება გადაწყვეტილი ჰქონია აშშ-ს სექტემბერში - რუსეთს აქვს ვადა, ისე არიოს საქართველო სექტემბრამდე, რომ უარი თქვან მის მიღებაზე - წინ სპეცოპერაციის უფრო დიდი ტალღა გველოდება“
„ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი მალხაზ გულაშცილი ეხმაურება საქართველოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს და იმ პოლიტიკური საფრთხეების შესახებ გვაფრთხილებს, რაც მომავალში შეიძლება განვითარდეს და რაც წინ გველოდება:
„გაფრთხილებდით, რომ იმ ისტერიკის ფონზე საქართველოს ირგვლივ გეოპოლიტიკური ახალი განლაგებები ფორმირდება, მეთქი, რომელიც ჩვენს სამშობლოს დიდ დარტყმას უქადის თქო. სამწუხაროდ, არ შეისმინეთ, საქართველოს მიმართ მტრულმა ძალამ მიაღწია საწადელს! სიტუაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარშემო, აიირია, ირანზე შეტევა გადამწყვეტ ფაზაში შედის და საჭიროა ახალი მძიმე მოთამაშეების შემოყვანა ტატამზე, სპეცოპერაცია გავრილოვი ვაშაძის შედეგად რუსეთმა თავის ტურისტებს მოუწოდა, დაუყონებლივ დატოვონ საქართველო და გააუქმა საჰაერო მიმოსვლა! ეს ხომ მხოლოდ მიზეზი იყო. რა ხდება სინამდვილეში და რატომ დაიწყო ასეთი ხისტი პოლიტიკის გატარება რუსეთმა საქართველოში?
ამაზეც ვწერდი, რომ საქართველოს ნატოში მიღება გადაწყვეტილი ჰქონია აშშ-ს სექტემბერში. ხოდა რუსეთს აქვს ვადა, ისე არიოს საქართველო სექტემბრამდე, რომ უარი თქვან საქართველო მიიღონ ნატოში. ჯერჯერობით ხელისუფლება შეცდომების კასკადით და ოპოზიცია ,,ნაცსექტა ახალი და ძველი შემადგენლობებით, კარგად ასრულებს რუსეთის დაკვეთას, თუმცა ამას ისე ფუთავს, თითქოს თვითონ ებრძვის რუსეთს გააფთრებული! საქართველოს მძიმე პერიოდი უდგება: პანკისი, გარეჯი, ელგბტ, ანაკლია, გავრილოვი, ეს მხოლოდ დაწყებული სპეცოპერაციის ნაწილებია. წინ კიდევ უფრო დიდი ტალღა გველოდება, რომელსაც მხოლოდ სასწაული თუ აგვარიდებს!“, წერს მალხაზ გულაშვილი.
http://geotimes.ge/index.php?m=5&news_id=6...7Zhd0oqQMvhCk_Mეს გულაშვილის რაიმე ახალი პროვოკაციაა რუსეთის სასარგებლოდ?