#54855296 · 22 Jun 2019, 18:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო,
გრძელვადიან პერსპექტივაში პუტინის ავიამიმოსვლის შეზღდვის შედეგად შეიძლება კატასტროფული შედეგი მივიღოთ; კერძოდ კი არსებობს რეალური საფრთხე ქვეყნის ორად გაყოფისა, რაც თავის მხრივ აუსრულებს ბატონ პუტინის საზღვრის გადაწევის მიზანს, ქვეყანაში სრული დესტაბილიზაციის შეტანას და შესაძლოა, სამოქალაქო ომსაც კი. ამის მიზეზი კი არის ძალიან მარტივი - დღეს საქართველო რუსული ბაზრის გარეშე ჩავარდება ძალიან მძიმე სიტუაციაში. დადგა დრო, რომ ჩვენ თავად ვიცოდეთ რა გვინდა და სად მივდივართ. უნდა ვიცოდეთ რას ველოდოთ და რისთვის უნდა ვიყოთ მზად პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისგან.
ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელმაც გააფორმა დღევანდელი ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. თუმცა, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგად ქართველი ხალხის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებელი სახელმწიფოს 20% ოკუპიპირებულია სწორად იმ ქვეყნის მიერ, რომლისგანაც ხსენებულ '91-ში ვაღიარეთ დამოუკიდებლობა, ანუ რუსეთის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები - საქართველო მათთან აგრძელებს თანამშრომლობას რიგით სფეროებში. ვფიქრობ და მჯერა იმის, რომ შეუძლებელია შენი სახლის ნაწილი იყოს იძულებით ათვისუფებილი, ამაზე მუდმივად გამოხატავდე პროტესტს, მაგრამ ამავდორულად აგრძელებდე აგრესორთან ეკონომიკური თანამშრომლობა, მიჰყიდო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები და ენერგო რესურსები, შესთავაზო დარჩენილი 80%-ზე არსებული ტერიტორიების შესყიდვა, განათავსო მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ქვეყნის მთავარ სავაჭრო ობიექტებზე, უშვებდე მისი ქვეყნის მოქალაქეებს ჩვენ მიწასა და სახლებში (თანაც სავიზო მოსაკრებლის გარეშე), მიეცე საშუალება გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის მთავარი ღირებულებები და ა.შ.. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. უნდა ჩამოვყალიბდეთ და ავირჩიოთ განვითარების გზა; უნდა ვიცოდეთ რა გვინდა - გვინდა რუსეთი და მზად ვართ შევეგუოთ მათ მირ გაწეულ აგრესიულ პოლიტიკას თუ გვინდა ჭეშმარიტი და აბსოლიტური დამოუკიდებლობა, რაც გულისხმობს რუსეთის და მისი მოქალაქეების აბსოლიტურ იგნორს, რაც გულისხმობს ყველანაირი ურთიერთობის შეჩერებას. ორივე ერთად ვერ გამოვა, ჩვენ თავმოყვარეობას მაინც ვცეთ პატივი.
პირველი ვარიანტი არის იმის აღიარება, რომ ჩვენ უარს ვამბობთ რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური და სხვა საქმიანობის შეჩერებაზე თუნდაც ეს დაგვიჯდეს ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობით. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ დავაკმაყოფილოთ რუსეთის ყველა მოთხოვნა რადგან გვირჩევნია დღეს გვქონდეს პურის ფული, ვიდრე ბუნდოვანი პრო-დასავლური მომავალი და ზოგადად, ეჭვი გვეპარება იმაში, რომ საქართველოს შუძლია იარსებოს როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. ამისათვის მთავორბას დიდად არაფრის შეცვლა მოუწევს, რადგან დღეს ისედაც ამ კურსით მივდივართ.
მეორე ვარიანტი - კონკრეტული ნაბიჯი იმისკენ, რასაც ამდენი ხნის მანძილზე მხოლოდ დემონსტრაციებითა და პროტესტით გამოიხატება, კერძოდ - დავიწყოთ, ალტერნატიული ბაზრების მოზიდვაზე მუშაობა, რომელიც ცხადია, რომ გარკვეულ დროს მოითხოვს. ეს დრო შეიძლება იყოს პირობითად 5 წელი, რომლის მანძილზე ჩვენი საკუთარი პროდუქტი ჩვენივე ქვეყანაში უნდა შევინარჩუნოთ და გავასაღოთ იმაზე გაცილებით უფრო დაბალ ფასად, ვიდრე ეს დღეს ხდება რუსებთან. ეს არ იქნება მარტივი დრო, მეტიც - საკმაოდ მძიმე. სამაგიეროდ, ამ პირობითი 5 წლის შემდეგ გვეყოლება სანდო და პროგრესიული პარტნიორი ქვეყნები, რომლებისგანაც საფრთხის ნაცვლად ვიგრძნობთ რეალურ თანადგომას და ჩამოვაყალიბებთ ჯანსაღ ურთიერთობას. ამ შემთხვევაში მთავრობის მხრიდან ექნება გასაწევი ძალიან სერიოზული სამუშაო, რომელიც ორიენტირებული იქნება სოფლის მეურნების აღორძინებაზე და სოფლის განვითარების ხელშეწყობაზე. ჩვენი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე - განვითარებული სოფლის გარეშე ქვეყნის სრულფასოვანი დამოუკიდებლობა არარეალურია. ყველაფერს აქვს ფასი და სწორად ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი არის დამოუკიდებლობის და თავისუფლების ღირებულება.
ამ რეფერენდუმის შედეგად რეალურად გავიგებთ რა სურს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და როგორი მომავალი სურთ საკუთარი შვილებისა და საკუთარი თავისთვის. კითხვა და პასუხიც ჩვენ წინაა - ძალა ერთობაშია? ძალა ერთობაშია!
--------------------
"The resque is inside" - Andy Dufrayne "Whoever shoots first - loses" - Le Roi
============I ♥ Georgia============
|