vaxo55
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9595
წევრი No.: 80368
რეგისტრ.: 26-December 08
|
#54859025 · 23 Jun 2019, 12:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძველად,როდესაც სოფელს ერთი მასწავლებელი ჰყავდა,რომელიც ასწავლიდა დანაჩენებს წერა–კითხვას,გეოგრაფიას,არითმეტიკას და სხვა–სხვებისგან გამორჩეულად ითვლებოდა და პატივს სცემდნენ მას. იყო ერთი ინჟინერი,რომელიც აგებდა ხიდებს,აშენებდა სახლებს, გაჰყავდა გვირაბები და ისიც პატივცემულ პიროვნებად ითვლებოდა.ასევე იყო ადამიანი, რომელიც დადიოდა აქეთ–იქით,გაეგებოდათ ამა სოფლის ავ–კარგი,ამ სოფლისას იქ იტყოდა, იმ მთისას აქ,ყვებოდა ვის რა უჭირდა,ამბები მიჰქონდა და მოჰქონდა.ესენი პოლიტიკოსები იყვნენ და მათაც პატივს სცემდა ხალხი,რადგან მათგან იგებდა ხალხი ამა ქვეყნის ამბავს(მაშინ რუსთავი2 და მობილურები არ იყო.შეყვარებულთან მესიჯებს მტრედებს ატანდნენ ხოლმე წერილის სახით). ეს იყო ადრე. დღეს,როდესაც გვაქვს ინტერნეტი,ტელევიზია,ორ–ორი დიპლომი,უნივერსიტეტები მასწავლებლებს,ინჟინრებს,ეკონომისტებს და ყველა პროფესიის ადამიანებს ყოველწლიურად ასობით შტამპავს,ყველას მიუწვდება ხელი ნებისმიერი ხასიათის ინფორმაციაზე–ხალხის ცოდნა აღარ არის ძველებურად დიფერენცირებული და ადამიანთა ინტელექტი ასე თუ ისე გათანაბრდა.გამძაფრდა კომკურენცია საზოგადოებაში საპატიო ადგილის დასაკავებლად და სამწუხაროდ ადამიანები საამისოდ აკრძალულ და მიუღებელ ხერხებს იყენებენ.ამის მიზეზი ამ თანამდებობებზე მყოფი პირების პრივილეგიები და შრომის არაადექვატური ანაზღაურებაა. ეს ძირითადად პოლიტიკოსებს ეხება.პოლიტიკა მეცნიერება არ არის,არც ხელოვნებაა(!) და ცუდ პოლიტიკოსად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოგვევლინოს პოლიტიკოსის სტატუსიდან გამომდინარე.პოლიტიკოსების ქმედება ხშირად არ ემთხვევა ხალხის ნებას. მიღებულია,რომ პოლიტიკურ მოღვაწეს,და მითუმეტეს პარლამენტარს უფლება აქვს აკეთოს ის,რასაც გული უკარნახებს–თუნდაც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.დღეს არჩეულ დეპუტატს აქვს მინიჭებული უსაზღვრო ძალაუფლება და ამით სარგებლობს კიდეც და არა ქვეყნის,როგორც მოეთხოვება,არამედ საკუთარი კეთილდღეობისათვის. სასწრაფოდ არის მისაღები კანონი დეპუტატების გამოწვევის და მათი უფლებების შეზღუდვის შესახებ.ამ კანონის არქონის გამო ჭკუისმასწავლებლებად გვევლინებიან თავად ჭკუამოსაკითხი პიროვნებები და გვიწევს მათი ატანა მომავალ არჩევნებამდე. თუ გავიხსენებთ საარჩევნო მარათონს,რომელიც მე პირადად კინოფილმ "ფეოლადან" ფეხბურთის გუნდის მუსიკოსებით დაკომპლექტებას მაგონებს დავინახავთ,რომ წინასაარჩევნოდ მოცემული დაპირებები მხოლოდ დაპირებებად რჩება.პოლიტიკაში არ არსებობს მცნება გარანტია.შერბილებული პასუხისმგებლობა და დეპუტატს საშუალება აქვს ოთხი წლის განმავლობაში "მე ვარ და ჩემი ნაბადი"–ს პრინციპით იხელმძღვანელოს.ასეთებად გვევლინებიან პიროვნებები,რომელთაც არ აქვთ დამოუკიდებელი აზროვნების და გადაწყვეტილებების მიღების უნარი და მათი მოღვაწეობა შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ იმის მცდელობით,რომ არაფერი გააფუჭონ.მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძირითადად გადმოღებულია სხვაგან არსებული ფენომენის მაგალითზე, რომლის ჩვენთან გადმოტანით სასცილო მდგომარეობაში იყენებენ თავს. შედეგად ვიღებთ კომიკურ სიტუაციას–თვალები გაავს?–გავს.ცხვირი გაავს–გავს.მაგრამ სიდედრი მაინც არ გამოდის მთლიანობაში.ის კანონი,რომელიც მუშაობს სხვაგან–ისე არ იმუშავებს ჩვენთან,როგორც სხვაგან.ამის ერთ–ერთ მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ე.წ. გუნდური მუშაობის პრინციპი,რომელიც ჩვენთან ასეთი ინტერპრეტაციით მუშაობს: დაინიშნა პიროვნება თანამდებობის პირად.მას მოყავს დაქვემდებარებულ თანამდებობებზე თავისი საახლობლო იმის მიუხედავად,კომპეტენტურია თუ არა ის იმ საკითხებში,რისი შესრულებაც ამ პირს მოუხდება.ამ დროს ამ თანამდებობისთვის ზედგამოჭრილი კადრი სხვაგან ეძებს სამუშაოს.დღეს რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს "ნაციონალი" კადრი– –ის მიუღებელია "ქართული ოცნებისთვის" და პირიქით.გამოდის,რომ პარტიულ და პირად ინტერესებს ეწირება სახელმწიფო ინტერესები. და ვიმეორებ–ნამეტანი პოლიტიზირებულია ქვეყანა.ამის მიზეზად ის ოაზისებია, რის გამოც სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა ჩაღდება არჩევნებზე და ქვეყანა მიჰყავს უფსკრულისაკენ. ფიზიკის,ფილოსოფიის და ცხოვრებისეული კანონია–თუ არ შეცვლი მოვლენის გამომწვევ მიზეზს,მიღებული შედეგი არაფრით არ შეიცვლება.არადა თუ არ მოგვწონს დღევანდელი ყოფა,უნდა შევცვალოთ.სამწუხაროდ ცხოვრების ფორმულის შეცვლის მცდელობის ნაცვლად ყველა იმას ცდილობს ამ ფორმულაში მნიშვნელოვან წევრად ჩაჯდომას,რასაც როგორც წესი მხოლოდ პიროვნებების დაგვარების შეცვლა მოჰყვება,რისი მომსწრენიც ბევრჯერ ვართ.
|