#54859374 · 23 Jun 2019, 13:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯერ დავიწყებ იქიდან რომ ვიტყვი, რუსეთის მთავრობა და პუტინის პოლიტიკა არის ტერორისტული.
ახლა მინდა დავწერო ჩემი აზრი, სადამდე გაგრძელდება დედამიწაზე ეს და რა არის ამის სათავე.
სანამდე ადამიანები არ გაერთიანდებიან და არ იტყვიან რომ არ არსებობს ამერიკა,ინგლისირუსეთი, საქართველო, არამედ არსებობს ერთი რამე რაც ყველაფერზე მაღლაა ეს არის ადამიანი.
ადმაიანებმა უნდა ვიცხოვროთ ერთი ოჯახივით, სხვა შემთხვევაში გაგრძელდება ეს დაპირისპირებები, სანამ არ მორჩება ჩემი შენი, სანამ სხვისი ტკივილი სულერთი იქნება.
ერაყს რა უქნა ამერიკამ? ჩეჩნებს რა უქნა რუსებმა? ჩვენ რა გვიქნა რუსეთმა?
და რა გგონიათ ეს დასრულდება? ამ პირობებში არასოდეს არ დასრულდება, მუდმივად გაგრძელდება.
ამის დასასრული იქნება ყველაფრის გაერთიანება, იმიტომ რომ დედამიწა როგორც შეიქმნა, როცა არ იყო არც სახელმწიფოები და არც ქვეყნები, როცა მსოფლიო რუკა არ იყო დახაზული, ეგ არის ყველაზე სწორი და მართალი.
მხოლოდ მაშინ მორჩება კონფლიქტები და ტერიტორიების დახევები, მანამდე ასე გაგრძელდება მუდმივად.
|