ჯერ კიდევ 19 ივნისს იდგა ოფიციოზი ოკუპანტი გავრილა საქართველოს სახელმწიფოს საპრეზიდენტო ტრიბუნასთან (ავლაბრის რეზიდენცია ახლაც რჩება ქვეყნის საპრეზიდენტო ინსტიტუტის გამგებლობაში) მარტოდ და ქვეყნის პრეზიდენტივით რეჩს ურტყავდა, გვმოძღვრავდა, როგორ უნდა გვეცხოვრა და გველაქუცა მთელ ქვეყანას და საზოგადოებას ოკუპანტ მტაცებელ დიდ მეზობელთან არსებულ ოკუპაციურ რეალობებთან საბოლოოდ შეგუების ფონზე... მერე კი საქართველოს პარლამენტის წევრს, ხელისუფლების წარმომადგენელს ზ.ქ.-ს დიდის ამბით და პომპეზურობით გადასცემდა ოფიციალურ ჯილდოს ოკუპანტის სისხლიანი ხელებით, ეს უკანასკნელი კი კმაყოფილი იდიოტივით იდგა და იღიმებოდა... (იხ. იმ დღის საინფორმაციო გადაცემები, ყველგან გაშუქდა ეს უდიდესი საქვეყნო სირცხვილი, მაგ.-ად, ერორზე 21.15-იდან...)
უკრაინის ელჩმა მთელი ამ საქვეყნოდ თავსმომჭრელი მეგასირცხვილის ფონზე გვაჩვენა ნამდვილი სახელმწიფოებრივი აზროვნების სანიმუშო მაგალითი, ადგა რა და დემონსტრაციულად დატოვა ეს ამაზრზენი სერობა...
საინტერესოა, რომ ამ ყველაფერს არ მოჰყოლია არათუ აქტიური სააქციო, არამედ რაიმე ქმედითი და არსებითი სიტყვიერი პროტესტ-განცხადებებიც სამოქალაქო ან ოპოპოლიტიკური სპექტრიდან, აღარაფერი რომ არ ვთქვათ ხელისუფლებაზე... ჩუგოშვილი განადგურებულა მხოლოდ მაშინ, როცა თმახუჭუჭას სავარძელში უხილავს გავრილა, მანამდე კი, ქვეყნის პრეზიდენტის ტრიბუნასთან მდგომ აღვირახსნილ ოკუპანტს ის საერთოდ არც შეუშინებია და არც აღუშფოთია ევროპასავით მაინც...
თუ ვიტყვით, რომ ქვეყნის პრეზი და მისი ინსტიტუტი ახლა ნომინალური წარმონაქმნიღაა და დიდი არაფერიო, ქვეყნის საპრეზიდენტო ტრიბუნასთან ოფიციალური ოკუპანტი რომ დადგაო, მასე არც პარლამენტის თავმჯდომარე და მისი სავარძელი წყვეტენ რამეს, ყველაფერი მაინც იქ, ზემოთ, სოლოლაკში წყდება..
ცხადზე ცხადია და უცხადესია, რომ რეალურად, გავრილას ხამური დვიჟენიობები და წამოსკუპებები სახელისუფლებო ტრიბუნებთან და სავარძლებთან ამ აუცილებელი აქციების ოდენ საბაბი იყო, მიზეზი კი ხელისუფლების მეტად ლოიალური, დამთმობი და დაძმაკაცებადი ზოგადი პოლიტიკაა ოკუპანტი ღრუსეთის მიმართ და სწორედ ამაზე მისცა ასეთი ნეგატიური რეაქცია ახალგაზრდობამ, თუმცა დაგვიანებით...
იმედია, ამის მერე ცოტათი აზრზე მაინც მოვლენ ხიხო და ქოცკომპანია და ღრუსეთთან ტრაკის თამაშს მიაყენებენ, და უფრო ხისტად მოთხოვენ დასავლეთს უფრო ძლიერ და ყოვლისმომცველ თანადგომას ღრუსეთის ოკუპანტური პოლიტიკის საკითხებში (ბოლო-ბოლო სწორედ მათ ფასეულობებს შევწირეთ ხანგრძლივად და ბევრი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად ჩვენი ტერიტორიების მეხუთედზე მეტი) კიდევ მეტი და უფრო სწრაფი დასავლური რეფორმების სანაცვლოდ...
პ.ს. პოლი მაქსიმალურად მოქნილი და დემოკრატიულია პასუხ-პოზიციების მხრივ, მოიცავს მათ ყველანაირ ვარიაცია-შესაძლებლობებს და ეცადეთ ნულ ვოთის გამოყენების გარეშე ნახოთ მისი მიმდინარე შედეგები...
პ.პ.ს. ასევე არანაირი ურთიერთ თავდასხმები, აგრესია, შეურაცხყოფა, უპატივცემულობა, აგდებული დამოკიდებულება და თროლინგი კიდევ, მოდერაცია იქნება ძალზედ მკაცრი და ულმობელი... თემა აქტუალობასთან ერთად ძალზედ ანალიტიკურია და პოსტეთ სწორედ თქვენს ხედვა-ანალიზებზე დაყრდნობით და არა სხვათა (ოპონენტთა) პოზიციათა ოდენ საკრიტიკოდ და საქილიკოდ... მოკლედ, იმედია დიდი დემოკრატიული, რომ არანაური ექსცესები არ იქნება!..


ნამდვილი მებრძოლი ერთიც მებრძოლია...
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...