ამ ბოლო დროს დავინტერესდი პირველი რესპუბლიკის დროს დაწერილი მოგონებებით, წავიკითხე გიორგი ლასხიშვილის მოგონებები და რაღაცნაირად ეს თემა ჩემთვის ჩამთრევი აღმოჩნდა, მართალია მოყვარულის დონეზე, მაგრამ ჩავუჯექი ბლოგებსა და წიგნებს, ახალი გატაცება აღმოვაჩინე.

აღმოვაჩინე ძალიან მრავალფეროვანი სამყარო, "გარდაქმნამდელი" ქართველები. პატრიოტები, ემოციურები და საშინლად ამბიციური ხალხი, დიდ მოედანზე მოთამაშეები, დუმისა და ნიკოლოზის დროინდელი მთავრობის წევრები.

მოწესრიგებული და საშინლად შრომისმოყვარე, განათლებული. აზროვნების მასშტაბებით უზარმაზარი გაქანების,
უშიშარი ხალხი, ძალიან მშვიდები მაგრამ ამავე დროს უკიდურესობამდე დაძაბული ქვეყნის სამსახურში, ევროპიელები.

ბევრი რამ შემომეკითხა, ვგრძნობ რომ ნელნელა რწმენა მიბრუნდება და საკუთარ თავში ვნახულობ ძალას, მიყვარდეს ხალხი (ოპტიმისტური და ცოტა პათეტიური ნათქვამია, მაგრამ ვცდილობ დაგაინტერესოთ).

თავიდან ცოტა არ იყოს, თანამგრძნობთ ვარჩევდი და ვკითხულობდი ძირითადად ისეთ ხალხს, ვინც გვაქებდნენ...

ან თუ მაინცდამაინც რომ ცუდს არაფერს ამბობდნენ ჩვენზე..
(აქ გამბას მოგზაურობის წიგნის სურათი უნდა იყოს)

უკანასკნელ ხანებში დამაინტერესა ანტისაბჭოთა ლიტერატურამ:

ესეც ძალიან ჩამთრევი აღმოჩნდა და ვგრძნობ რომ ნელნელა თავდება საკითხავი:

თუმცა იმედს არ ვკარგავ, გაიელვებს ხოლმე :


ბევრი რამ გამომრჩა სამწუხაროდ, მანსვეტაშვილის მოგონებები, ნიკოლაძის და დიმიტრი ყიფიანის მოგონებები, არაჩვეულებრივი მოგონებები ქაქუცას რაზმელისა:

და ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებები და ა.შ.
თუ ვინმე ხართ ამგვარი ლიტერატურით დაინტერესებული?
რომელია თქვენი ფავორიტი წიგნი?
იცოცხლებს ეს თემა?
No one writes to the colonel..
"სამოქალაქო საზოგადოების ჭეშმარიტი ფუძემდებელი იყო ის პირველი ადამიანი, ვინც შემოღობა მიწა, თქვა: "აქაურობა ჩემია" და მოძებნა საკმარისად გულუბრყვილო ადამიანები, რომლებმაც ეს დაიჯერეს."