მოგესალმებით,
მანქანის გამოცვლაზე (გაცვლაზე) ვფიქრობ, 5 წელზე მეტია რაც მაქვს. ჰო და გავცვლიდი თანხის (ოღონდ 1-2კ) დამატებით.
მაინტერესებს თქვენი აზრი რამდენში უნდა ვიანგარიშო და დაახლოებით რაში უნდა გადავცვალო? ანუ, რომელ მოდელს გაწვდება?..
ჩემია : volvo xc90 2.5T 2005-იანი.
-ნუ, გარბენი ბლომად აქვს, მაგრამ კარობკა, ძრავი და საერთოდ ყველაფერი მუშაობს მშვენივრად;
-კარგი კომპლექტაციითა, ტყავის სალონი, ნავიგაცია (ეკარანი რო ამოდის, მაგრამ ჩალიჩი უნდა ქართული რუკები რო ჩაიწეროს, მარტივად არ ხდება), 6 დისკიანი ჩეინჯერი, პარკინგკონტროლი და პატარა, ხეში ჩასმული საჭე;
-ნუ, წვის გამო, გაზი მაქვს ლოვატოში დაყენებული (ბოლო თაობის), და ეგეც იდეალურად მუშაობს;
-გაზზეც და ისედაც ტექ დათვალიერება უპრობლემოდ გავიარე, აქაც დავწერე ადრე, მარტო სადგომი მუხრუჭი არ იჭერდა კარგად და 2 ნათურა...
-ცარაპკები და პატარ-პატარა რაღაები აქვს, მაგრამ არც მე გამიკეთებია ავარია არანაირი და მანამდეც არაფერი ყოფილა ისეთი (ვინ-ის მიხედვით, არ მახსოვს ზუსტად, ფარი აქვს გამოცვლილი მხოლოდ). მიშელინის საბურავებს მოვაყოლებ სუფთა რეზინისას, ძალიან წელს კარგად იარა თოვლში, იდეალურად.
-საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელზე მეტია რაც არის, ახალი ჩამოყვანილი იყო, 2014-ის იანვარში, სულ გავლილი მექნება ალბათ 45-50 000 კმ, მეტი არა. საუკეთესო ზეთს ვასახმდი ყოველთვის და შესაბამისად ნაწილებსაც (მაგალითად წინა ამორტიზატორები რო გამოვცვალე, ორიგინალი დავაყენე).
ამ მანქანის პლიუსები რაცაა, კომფორტულია, დიდ გზაზე საერთოდ არ გღლის, ნუ, იცით რო ძალიან უსაფრთხოა (ბევრ ახალ მანქანაზეც კი, euro NCAP-ის ტესტში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულები აქვს), ტევადია ძალიან (დიდი საბარგული აქვს) მაღალი პასატკა აქვს, გამძლეა.
მინუსებს რაც შეეხება, დიდი გაბარიტები აქვს (შედარებისთვის, ძველ პრადოზე უფრო გრძელი და განიერიც კია, მაგრამ დაბალი), პარკინგზე თუ არ დაამუღამეთ, მარტო პარკინგკონტროლი ვერ დაგეხმარებათ

, რაზვაროტი აქვს პატარა.
მინდა სედანი, ჰეჩბექი პატარა იქნება (ბავშვი მყავს და იქ ბავშვის ეტლი, იქ ის, იქ ეს და...

. მინიმუმ 2009-10-იანი რომ იყოს, ნორმალური კლასი. ქემრი მომდის თავში ჰიბრიდი და + ჩემი მხრიდან დამატებით. სხვა რა ვარიანტები შეიძლება გამოვიდეს კიდევ, any ideas?
This post has been edited by კომუნისტ on 27 Jun 2019, 10:58