კადიროვის რეზიდენციასთან თავდასხმა მოხდა დაღუპულია 3 ადამიანი
გროზნოში, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის რეზიდენციასთან თავდასხვა მოხდა. გარდაცვლილია სამი ადამიანი.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გავრცელდა კადრებიც, სადაც თავდასხმაა ასახული და სროლის ხმა ისმის.
დაღუპულთა შორის ერთ-ერთი საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომელი, ორი კი შეიარაღებული თავდამსხმელია.
თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე მოკლეს, ხოლო მეორე მოგვიანებით, ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.
რუსული მედიის ინფორმაციით, რამზან კადიროვის რეზიდენციის წინ საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა დოკუმენტების შემოწმების მიზნით ავტომობილი გააჩერეს. მძღოლმა პოლიციის თანამშრომელს დანა დაარტყა. ინციდენტის შედეგად დაშავებულია პოლიციელი და გვარდიის თანამშრომელი.
Read more at
https://primetime.ge/news/1561321403-%E1%83...cSF0T8BQOofa.99ჩვენ არ შემოგვტენონ რამე ამ ოხრებმა
ფრთხილად უნდა ვიყოთ !
This post has been edited by kupara on 24 Jun 2019, 01:05