მოკლედ ეხლა დაკომპლექსებულივით შესავალში არ დავიწყებ თავის იმით ქებას თუ როგორი ანტაგონისტური დამოკიდებულება მაქვს რუსული იმპერიალიზმის მიმართ, მარა რაც შეეხება რუს ტურისტებს აქ ლიბერალურად ვარ განწყობილი

ეხლა ცოტა დაფიქრდით ვინც წერთ გააჯვან აქედან, სასტუმროში არ შემოვუშვებ, ხინკალში დამატებიტ კიდევ 20% დავუქვითავ და ა.შ.

არ დაიწყებ პროფესორობას თუ რამდენად რაციონალურია ეს ყველაფერი, უბრალოდ ერთს ვიტყვი პირდაპირ, რადგან მაღალინტელექტუალურიო აწერია ზემოთ ამ ფორუმს და აღარ არის ამ წვრილმანებზე დაქუცმაცება საჭირო
პუტინმა და რუსეთის მთავრობამ აუკრძალა თავის მოქალქეებს აქ დასვენება, არა რეკომენდაცია მისცა არ დაისვენოთო, არამედ იმენა რასაც ჰქვია აუკრძალა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ხოდა წარმოიდგინეთ რომ ამის შემდეგ ამ წელს საქართველოში ჩამოვიდეს არა 1.4 მილ ტურისტი რუსეთიდან, როგორც ეს იყო 2018 წელს, არამედ უფრო მეტი

მერე ნახეთ თქვენ მათი პოლიტიკოსების და ჟურნალისტების #####ული სიფათები

განსაკუთრებით სასიამოვნო სანახავი იქნება აფსუა სეპარატისტების სახეები სადაც ტურისტების ნაკადი წლიდან წლამდე იკლებს ხოლო აქ ამ ყველაფრის მერე მოიმატებს

ტაკ შტო ლარისა ივანოვნა დავაი საბირი ვეში