#54873701 · 25 Jun 2019, 17:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
5-ოდ დღე განვერიდე ფორუმ რიარიას (მადლობა მოდერს) და ახალი ქვეყანა დამახვედრეთ. მადლობა და გილოცავთ.
გთავაზობთ შეჰქმნათ პარტია და მოიგოთ არჩევნები
რა გახდა 14000 ამომრჩევლის ნდობის მოპოვება 2 მილიონიდან? 0.65% გაფაციცებული ამომრჩევლისა შენ გელოდება. მის სათქმელს ჯერ არავინ ამბობს.
შენ თქვი ის სიტყვა, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევს, შენ თავს დაამახსოვრებს და იმედის თვალს შენკემნ მოაპყრობინებს. რა, ძნელია?
არაა ძნელი ორი მიზეზით:
ა. მართლაც არაა მოსახლეობის დიდი ნაწილის წარმოდგენების ამსახველი არცერთი გიგანტი პარტია. ბ. რაციონალური მმართველობა , რაციონალური მსოფმხედველობა ჩვენი პოლიტიკის თეთრი ლაქაა, აუთვისებელი ყამირია გ. ხალხი მზადაა ახალი სახეებისთვის.
ამასთანავე
წარსული ბორგვა, ზუზუნ , ბზუილს გამოჰყვა ათასი მთხლე ფეისი, რომელიც სხვა არაფერია თუ არა ქვეშეცნეული მავნე რეფლექსების გაცოცხლება, ჩაბღაუჭება და რეტროგრადული დეგენერაცია
მათი სახელია მილიონი და მათ შეუძლიათ თავის გარშემო 14000 ადამიანის მოლოდინების ფორმირება რეტრო-ფეოდალურ-სოვეტიკუსი მიმართულებით.
ამ დღეებში ფეისბუქი სარკე გახდა, რომ ხალხი ჭაობში ჩაწოლისთვის სრულ მზადყოფნაშია. მხედველობაში მაქვს ფეისბუკ კომენტარების ცუნამი. გახსოვთ ადრე ტელევიზიებს რომ ჰქონდათ მორბენალ სტრიქონში რომ იწერებოდა ვიღაც ბრაზიანი კრეტინების ლანძღვა -კრულვები (90% ასეთი იყო), მიხვდა ხალხი (ერთობლივად ხალხი - ტელევიზიებიც და მაყურებლებიც) რომ სისულელეა ასეთი რეფლექსიების კითხვა/გაშვება. რატომ? იმიტომ რომ მათ არ აქვთ ანალიზის უნარი, მათი სოციალური გარემო არის ცალფაზიანი, ყველა ერთიდაიგივე კრეტინობას ამბობს მის გარემოში და ერთი აზრის გარდა სხვა არ ჭაჭანებს მათ გარემოში. ამიტომ მათ არასდროს არავინ შეწინააღმდეგებია, არავის უკითხავს მათი ნათქვამი ვითომ ფაქტების წყარო.
ხოდა ეს ხალხი, რომელიც ჩამოწერა ტელევიზიებმა, ახლა აღმოცენდნენ ფეისბუქ ჯგუფებში და დაიწყეს თავისი მოთქმა-ქადაგება იქ.
ეს ის სიმპტომია, რომელიც გვიდასტურებს - ყველა რეტროგრად ფეოდალ სოვეტიკუს თავისი 14000იანი მრევლი და ტავისი ერთი ადგილი პარლამენტში ექნება.
რატომ დაამატა სანუკვარ პროპორციულ სისტემას მეორე, არმოთხოვნილი პირობა ბიძინამ? რა გათვალა ისეთი, რომლითაც ივარაუდა, რომ ეს მეორე, თავისი პირადი ინიციატივა პირველი პირობის (პროპორციული სისტემა) რისკებს გააუვნებელჰყოფდა?
ვიფიქროთ მის ნაცვლად. მადლობა მას პირველი პირობისთვის! ......................................
როგორ დავიწყოთ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება 2020 წლის არჩევმნების შემდეგ?
დღევანდელი რასკლადით 15 ერთკაციანი (ან რამდენიმეკაციანი) ფეოდალი შედის პარლამენტში: სხვა რუსეთუმეები, სხვა რეტროგრადები, სხვა ბორბალშიჯოხები.
აქეთ ვინ გვყავს, ვინც პროგრესულ ფლანგს გაამაგრებს? კარგი, გირჩი, ვინა კიდე, თეთრი ხმაური?
მოკლედ..
აქეთა ფლანგი ც ა რ ი ე ლ ი ა .
ეს ეიმედება ბიძინას, ეს კარგი შანსია აქეთა ფლანგისთვის.
სიფხიზლე მეორე პირობას!
მოქმედების დროა. ჩვენს გარეშე საქართველო მიუბრუნდება ჯაბაბაბოჩკიან პარლამენტს.
დააერსე. მე ვაარსებ პარტიას (რეალურად მე არა, შენ, მე არ მცალია, გჩუქნი ამ სახელს)
_"მადლობით დავიწყოთ" ეს იქნება პარტიის სახელი
თქვენი პარტიის სახელები თქვენ დაწერეთ.
This post has been edited by axalirevolucia on 25 Jun 2019, 17:32
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|