ახალგაზრდობას ყოველთვის ჰქონდა რეალური ძალა. მეც და ის ხალხიც, ვინც 1988 წლიდან ამბები დაატრიალა, ახალგაზრდები ვიყავით მაშინ და მაშინაც "ახალგაზრდობას ჰქონდა რეალური ძალა", ოღონდ... გადაავლეთ თვალი როგორ გამოვიყენეთ ეს ძალა, რამდენი თაობა გაიზარდა ამ ბოლო ათწლეულებში მიტინგებში, ომებში და საღი პროტესტებიდან... პოსტებზე გადასვლით და...
მოკლედ, კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ "დათა თუთაშხია". განსაკუთრებული ყურადღებით ციხის ბუნტის თავები და "კოცის დემოკრატია" თავისი ფინალით და... აი ეს ყოველთვის გვაკლდა ყველა თაობას. გვიდუღდა, სამართლიანად გვიდუღდა, მაგრამ არ ვიცოდით უჩინარი ხელით ვინ და როგორ მართავდა ამ ჩვენს დუღილს და ენერგიას, რაც ჩვენი "რეალური ძალა" გვეგონა. ზოგს დღესაც ჰგონია და იმ ილუზიებში ცხოვრობს. მოკლედ, თუ გინდა მართლა შეცვალო ყველაფერი ისე, როგორც სინდისი და გული გკარნახობს, აუცილებლად უნდა იცოდე ვინ და რა პოლიტტექნოლოგიებით ეცდება შენი ენერგიის გამოყენებას თავისი საქმის გასაკეთებლად და იმ სისტემაზე უფრო მაგარი უნდა აღმოჩნდე ყველანაირად, თორემ აგერ ჩვენი და დანარჩენი მსოფლიოს ყველა მსგავსი ამოფრქვევის კალაპოტში მოქცევის პრეცედენტები ხელის გულზე დევს. მოკლედ, თუ მიწაზე დავეშვებით, დათა თუთაშხია უნდა გავიაზროთ თავიდან ბოლომდე რა. მანდაა ყველაფერი ანიდან ჰოემდე.