მამუკა არეშიძე - რუსეთის მიერ თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ატეხილი ისტერიკა სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვას ისახავს მიზნად
რუსეთის მიერ თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ატეხილი ისტერიკა სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან გავრცელებული განცხადებები, „გარკვეულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული“.
„რუსეთის ისტერიკა ხელოვნურია და ეს არის ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება. რუსეთის დელეგაცია აქედან გააძევეს, რუსეთმა კი ღონისძიებების გაჟღერება დაიწყო. ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო, დარწმუნებული იყავით. ის, რომ გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სკამზე აღმოჩნდებოდა და შემდგომი ნაბიჯები - ყველაფერი დაგეგმილი იყო. ამდენად ეს პანიკაც ხელოვნურია და ორიენტირებულია სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვისკენ. ეს ყველაფერი კავშირშია გარკვეულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან,“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის საფრთხე არ არის, თუმცა ვითარების გამწვავებასაც არ გამორიცხავს.
„ომის მიზეზს მე ვერ ვხედავ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ვითარება უფრო გამწვავდეს. ვთქვათ, მოხდეს ასეთი რამ - მაგალითად, ვიღაცა საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს დაესხას თავს. ეს პროვოკაცია იქნება, რომელსაც მოჰყვება რუსეთის კიდევ უფრო მეტი ისტერიკა და ასე ვთქვათ, წინაპირობა გახდება იმისთვის, რომ მოსკოვმა მდგომარეობა უფრო გაართულოს. არ ვიცი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს... ბლოკადა, საზღვაო ინციდეტები, ცენტრალური გზის, ტრანსკავკასიური მაგისტრალის გადაკეტვა... რუსეთის ხელში ძალიან ბევრი სამხედრო-პოლიტიკური ბერკეტია“, - აღნიშნა ექსპერტმა.
ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ხსენებისას, საქართველოში მყოფ მათი ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ ელიტასაც გულისხმობს, პოლიტიკურ ელიტაში კი იგულისხმება როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიცია.
„როცა ვამბობ რუსეთს, ვგულისხმობ არა მხოლოდ რუსეთს, არამეს მის მეხუთე კოლონას აქ, ქართულ პოლიტიკურ ელიტასა და ქართულ საზოგადოებაში. ეს ერთობლივი ნამუშევარია.“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
https://www.interpressnews.ge/ka/article/55...isaxavs-miznad/მეხუთე კოლონასაც ვგულისხმობო
პოლიტიკურ ელიტასაც ვგულისხმობო
ამბობს
და დღეს ობიექტივის ეთერში იყო ;დ
გუშინ რამაზ საყვარელიძე
ესენი რა თამაშს თამაშობენ ინაშვილთან რა კავშირი აქვთ
ყველაზე ტიტულოვანი ინგლისური გუნდი - ლივერპული.
პლანეტის ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი - ფედერერი.