აი ამ მარაზმის გამო სანამ არ დაისჯებიან დედაღორი ჩინოვნიკები, მუდამ ჭაობში ვიქნებით.
მოქალაქე: რკინიგზაში მამაჩემს უთხრეს – გავიგეთ, შენი შვილი აქციებზე დადის და დაელაპარაკეო…პოეტისა და დრამატურგის, ალექს ჩიღვინაძის განცხადებით, იმის გამო, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებში იღებს მონაწილეობას, საქართველოს რკინიგზაში მამამისს “მეგობრულად ელაპარაკებიან”. ამის შესახებ ალექს ჩიღვინაძე ფეისბუკში წერს.
“მამაჩემი დიდი ხანია რკინიგზაში მუშაობს. დღეს დაუბარებიათ და უთქვამთ, გავიგეთ შენი შვილი აქციებზე დადის და დაელაპარაკე რა, არ უნდაო. მამაჩემს უპასუხია, რომ ზრდასრულია და თავისი აზრი აქვსო. ნუ მაინც გადაეციო, არ უნდაო, თორემო… ჰოდა, აი, გადმომცა. (ნუ გავიგე. არ მეტყოდა თვითონ. სახლში შეატყვეს ეტყობა ნერვიულობა და ჩაეკითხნენ, თორემ ჩვენ თვეში ორჯერ თუ ვნახავთ ერთმანეთს) და ახლა რა მაინტერესებს? ვინ გგონივართ ან როგორ ბედავთ? როგორ გამიბედეთ მე ან ჩემს ოჯახს? ერთი გადაბრუნებული სიტყვა აღარ უთხრათ მამაჩემს, აღარაფერს ვამბობ მის სამუშაო ადგილზე. და დაჩი ცაგურია ფრენდებში არ მყავს და მომიკითხეთ რა, გადაეცით, ერთად ვმდგავართ ბევრ აქციაზე და აი, როგორ მოახერხა, რომ ზუსტად იმ სისტემას ემსახურება, ვისაც ებრძოდა? არ ღირს ეს ყველაფერი თუნდაც მაღალ ხელფასად. რაში ხარჯავთ და გვახარჯინებთ ამ ძვირფასს წუთებს? სად არის თქვენი პრინციპები და ადამიანობა?” – წერს ალექს ჩიღვინაძე.
ნეტგაზეთი საპასუხო კომენტარისთვის საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, დაჩი ცაგურიას დაუკავშირდა, რომელმაც გამორიცხა საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო მათი თანამშრომლის შესაძლო დაშინების ფაქტი და პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და აუცილებლად გაარკვევენ.
ალექს ჩიღვინაძის ფეისბუკის პოსტს გამოეხმაურა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის ილია ლეჟავა და აღნიშნა, რომ დასაქმებულის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე უკვე მისცეს შესაბამისი რეაგირება:
ფაქტის შესახებ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდენ ინფორმაცია, რაც, თავის მხრივ, აისახება მათ ანგარიშში. მზად ვართ, იურიდიული დახმარებისთვისაც, თუ, რა თქმა უნდა, დასჭირდება. სხვა რამის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლებელია”.
ილია ლეჟავას თქმით, რკინიგზის თანამშრომლის შესაძლო დაშინების ფაქტზე პროფკავშირი მკაცრ მონიტორინგს განახორციელებს და თუ მათ მის მიმართ სავარაუდო მუქარას აღასრულებენ, სასამართლოს გზით აღადგენენ დასაქმებულის უფლებებს.
წყარო - ნეტგაზეთი