ეს კარგა ხნის გასაკეთებელი იყო და ახლა არის დრო რომ კანონში ჩაიწეროს საარჩევნო კამპანიის წარმოებაში რელიგიური სიმბოლოების რიტორიკის ან ელემენტების გამოყენება!
პოლიტიკა და რელიგია გაიმიჯნოს ერთხელ და სამუდამოდ
ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში უკვე საკმაოდ აშკარაა რომ რუსეთი და რუსეთის სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ საქართველოში რელიგიურ პლატფორმებს და რელიგიას ამოფარებული აწარმოებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობებს!
პატრიოტთა ალიანსები და მსგავსი ღიად რუსული წარმონაქმნები მომავალი არჩევნებისთვის გამოიყენებენ რელიგიურ თემას საკუთარ საარჩევნო კამპანიაში და ხალხის მოტყუებით უფრო მეტ მოღალატეს შეაძვრენენ პარლამენტში მით უმეტეს ივანიშვილის მოგონილი ნულოვანი ბარიერის ხრიკით
აუცილებელია აიკრძალოს რელიგიის რელიგიური სიმბოლოების რიტორიკისა და რელიგიური თემების გამოყენება საარჩევნო კამპანიაში ხმების მოსაპოვებლად!