წეღან ფორუმელები "ურჩევდნენ" ერთმანეთს საქმეს და იქ წაკითხულმა გამიჩინა სურვილი ახლოდან მენახა პარლამენტის შესასვლელი სურათებში...
.. და ახლა თქვენთვისაც და კითხვები მაქვს სურათებიდან გამომდინარე:
ზედა ორ სურათზე ჩემი შესაძლებლობით ახლოს მოვიტანე პარლამენტის კარიბჭე. და კითხვა გამიჩნდა.
ამ კარიბჭეში ვინმეს შეღწევისგან (შეჭრისგან) დაცვა, შიგნიდან ხომ უფრო ადვილია?!
თან იძლევა იმის მეტ შანსს რომ არც პოლიციელს მოხვდება და არც მომიტინგეს?! თუ მეშლება?!
მესამე სურათზე მიდის მიტინგები. იგივენაირად მიდის რამდენიმე დღეა.
მარა რატომღაც ამ სურათზე არ არის დაზაფრული მთავრობა და არ ჰყავს ეზოსთან კბილებამდე შეიარაღებული სპეცნაზი.. და არ ფიქრობს, რომ თუ სპეცნაზი არ ჩავაყენე დაგვენგრა ქვეყანაო... და რა ხდება? გამიზნული იყო იმ დღეს დარბევა და შემდეგ დღეებში აღარ არის გეგმაში, თუ რა ფენომენია ეს?! თუ,.. იმას მიხვდით რომ პირველ დღეს შეცდომა იყო დარბევა?! და შემდეგ დღეებში აღარ გამოიყვანეთ სპეცნაზი რომ იგივე არ "შეგეშალოთ"?! ენივეი, მაშინ.. რატომ არ იჭერთ, ან მიმინუმ არ ანთავისუფლებთ, ვინც ეს შეცდომა დაუშვა?!