#54876518 · 26 Jun 2019, 02:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან გოთვერნულად ჰქონდა ბიძინას გათვლილი ყველაფერი ეხლა რომ ვუფიქრდები.
2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა გასცა უამრავი დაპირებები. რომელიდანაც პარქტიკურად არაფერი არ შესრულებია ერთის გარდა რომ ის დაახლოებით 1 წელში წავიდოდა თანამდებობიდა, და პოლიტიკიდან ფაქტობრივად.
შეასრულა მან თანამდებობიდან წასვლის დაპირება და პოლიტიკიდანაც, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად დე ფაქტო მაშინაც და ეხლაც ის დარჩა მმართველად, 2012 წლიდან მოყოლებული ყველა მისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს ის.
რატომ გააკეთა ეს 1 წელში, მას უნდა გაესწორებინა ვერტიკალი, მართალია, მაგრამ არა იმისთვის რომ ქვეყანა ემართად უიმისოდ არამედ იმისთვის რომ მას ჰქონოდა მართვის სადავეები.
მან იცოდა დაახლეობით 1 წელში ყველა მიხვდებოდა რომ არც კომუნალურების შემცირებას აპირებდა არც ბენზინიდან ლარის ჩამოკლებას, არც პენსიის 300 ლარამდე გაზრდას, არც უპროცენტო სესხებს და ა.შ.
სავარაუდოთ ის ელოდა რომ 1 წელში იყო თეორიული შანსი რომ უკვე დაწყებულიყო საპროტესტო ტალღა, ამიტომ მან დატოვა არაფრის მომცემი გუნდი უავტორიტეტო, და რომც გაჩენილიყო ხალხში საპროტესტო ტალღა, როგორ უნდა აეგორებინა ვინმეს მუხტი? არ არსებობს ქვეყანაში ავტორიტეტული ტიპი, ვისი გადგომის მოთხოვნით უნდა დაწყებულიყო პროტესტი? ყველა იცის რომ ივანიშვილი მართავს ყველაფერს მაგრამ რა უნდა მოითხოვო? ვერაფერს ვერ მოითხოვდი.
თუ მაინც გაჩნდებოდა რამე პროტესტი საზოგადოებაში და არაკომორტული იქნებოდა, გამოცვლიდა ერთი მარიონეტს მეორე მარიონეტით ფორმალურად.
ამიტომ 1 წელში გადადგომა მისგან იყო კარგად გააზრებული და გათვლილი ნაბიჯი. და კი არ გამოუვიდა რაღაცეები და ცოტა სირთულეები შეხვდა საგარეო ფაქტორიო თუ რაღაც რომ იხსენებენ ხოლმე. მან პოლიტიკაში მოსვლის პირველი დღიდანვე იცოდა რომ არცერთი დაპირების შესრულებას არ აპირებდა.
შემდეგ საგარეო ზეწოლის შედეგად დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, ვეღარ გაძლო დიდ ხანს არაფორმალურ მმართველად, და დაბრუნდა მაგრამ ისევ არაფრის მომცემ თანამდებობაზე.
დღეს რომ ივანიშვილი იყოს პრემიერი აქციები იქნებოდა მისი გადაყენების მოთხოვნით, და პროტესტი იქნებოდა გაცილებით დიდი. გახარია როგორი ნეგატივიც არ უნდა, იყოს ყველას სჯერა არავინ არაა და გახარიას მეორესაც ნახავს. პრემიერი გვყავს არავის ახსოვს ვინაა. პარლამენტის თავჯდომარის სკამზე თალაკვაძე იჯდება და კობახიძემ ამასაც არანაირი აზრი აქვს. თანამდებობის პირი არ გვყავს.
ივანიშვილის წინააღმდეგ კი რა ტალღა უნდა ააგოროს ეხლა ოპოზიციამ? მოთხოვოს ქოცებს პარტიის თავჯდომარე გადააყენეო? აბსულუტურად არასერიოზული მოთხოვნაა.
ეხლა ვიღაც იტყვის, არჩევნებს რაღანაირად იგებსო, არჩევნებს სააკაშვილი ამაზე ბევრად დიდი უპირატესობით იგებდა მაგრამ, 2007 წელს და შემდეგ წლებში ძალიან დიდი საპროტესტო აქციები იყო.
ასევე გამოჩნდა პანიკურად ეშინია აქციების და ხალხის, გუბაზის დავესხები 1 კვირა სპეც რაზმის კალთაში ძინავს. როგორც კი იმ ღამეს სიგნალი გაჩნდა რომ ივანიშვილის სახლისკენ ვიძრებითო, და სპეც რაზმის კალთასი გაათენა ღამე, მეორე დღესვე მომაკვდავი სახით გამოაცხადა პროპორციული არჩევნები იქნებაო. ორ რამეს უფთხილდება ეგ კაცი, სიცოცხლეს და ფულს. ჩემი ღრმა რწმენით ორივეს საშიშრობას ხედავს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც.
გამომდინარე აქედან ნურავის ნუ გექნებათ იმის იმედი რომ, ბორია რამეს გააკეთებს ჩვენთვის. მაგ კაცის ერთადერთი მიზანი გავლენის შენარჩუნებაა. ამისთვის გადადგა დასაწყისშივე. ჩემთვის ეს ცხადზე ცხადია.
რაში ჭირდება ეს გავლენა, მეტი ფულის გასაკეთებლად თუ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე და დავალებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ ორივე მაგრამ უფრო მეორე ალბათ, ბოლო მოვლენებმა ამაში დამარწმუნა რომ მისი ფინანსური სტაბილურობა პირდაპირ მიბმულია რუსეთზე.
|