#54879007 · 26 Jun 2019, 16:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ის რომ საქართველო უკვე გარდაუვალი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას ამას უკვე ყველანი ხედავთ. ლარის კურსი გარბის და ხელისუფლებამ ეს რომც შეაჩეროს ფასების ზრდას მაინც ვეღარ შეაჩერებს. ამას კი ხალხის ბუნებრივი უკმაყოფილება და რისხვა მოჰყვება. თანაც ეს მოხდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. დიდი ალბათობით ქართული ოცნების ხელისუფლება დაემხობა. სავარაუდოა ისიც, რომ დაიწყება უფრო მასშტაბიანი სახალხო გამოსვლები რომელსაც ხელისუფლება როგორც სჩანს კიდევ უფრო სადტიკად დაარბევს. ოღონდ ამით ქართული ოცნება ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს და თვითონ იქცევა დამსახურებული სასტიკი დევნის საგნად. ხალხსა და ძალოვან სტრუქტურებს შორისაც დიდი მტრობა ჩამოვარდება და ყოველივე ეს ერთად აღებული ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.
ახლავე იკვეთება შემდეგი გარემოება ეკონომიკას თავი ვერ გაართვა ქართული ოცნების ხელისუფლებამ და ეკონომიკური კრიზისის პროვოცირებაში 20 ივნისის აქციით თავისი წვლილი შეიტანა ნაცმოძრაობამაც.
არცერერთი ეს პარტია ხელისუფლებაში დასატოვარი არ არის, მაგრამ კიდევ უფრო უარესი ის არის რომ საქართველის პოლიტიკურ სპექტრში არ არის არცერთი ისეთი სხვა პოლიტიკური პარტია რომელსაც ავირჩევთ და მერე სანანებელი არ გვექნება.
ამ მიზეზის გამო ჩვენ არაფერ კარგს არ გვიქადის არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არც ვადამდელი არჩევნები. თუმცა პოლიტიკური პარტიები სწორედ ამას შეეცდებიან.
ამიტომ მე გირჩევთ რომ ამ აშკარა განსაცდელის წინ მივაღწიოთ ეროვნულ ერთიანობას. ოცნება ზედმეტი აურზაურის გარეშე უნდა გადადგეს და არც ეს უხეირო ოპოზიცია არ უნდა მივუშვათ ხელისუფლებაში. ქვეყანაში უნდა დამყარდეს დრორბითი ეროვნული სამხედრ დიქტატურა. უნდა შეიქმნას პროფესიონალების აღმასრულებელი ხელისუფლება და პირველ რიგში ყველა რედურსი უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკის გაძლიერებისათვის. ამით მოიგებთ ყველანი და დიდ განსაცდელსაც გადარჩებით.
ეს არის ჩემი სიტყვა და მერწმუნეთ რომ ვიცი რასაც ამდენი ხანია გიმეორებთ.
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|