მიხეილ სააკაშვილმა ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა
სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში
11 / 01, 2010 11:48Print
Font size:
მიხეილ სააკაშვილმა ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელ სენატორს ჯილდო ბათუმში გადასცა, სადაც ჯონ მაკკეინი გუშინ საღამოს ჩავიდა.
~ეს არის ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება გმირის ცხოვრებით იცხოვრა. მან მრავალი გმირობა ჩაიდინა ამერიკისთვის და გმირობა ჩაიდინა საქართველოსთვის. მინდა, რომ საქართველოს სახელით, დღევანდელი და მომავალი თავისუფალი ქართველების სახელით სენატორ მაკკეინს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი გადავცე~, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მეგობრებს გაჭირვებაში ცნობენ.
~ბევრი ადამიანი გვეფიცებოდა მეგობრობას, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ბუჩქებში დაიმალა. ეს კაცი თავისი ცხოვრების მთავარ ბრძოლაში იყო მაშინ, როცა რუსეთმა ღია ომი გამოგვიცხადა. მან მიატოვა თავისი საარჩევნო კამპანია, დაკარგა რამდენიმე დღე და საქართველოში ჩამოვიდა. მაკკეინი დღეში რამდენჯერმე იცავდა საქართველოს მსოფლიოს სატელევიზიო არხებზე. ჩვენ ეს არასდროს არ უნდა დავივიწყოთ~, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა სენატორ მაკკეინს საჩუქრად პისტოლეტი გადასცა, რომელიც რუსმა გენერალმა 2008 წლის აგვისტოში ქართველ მაღალჩინოსანს მიყიდა და უთხრა, რომ ეს პისტოლეტი ამერიკელ მფრინავს ეკუთვნოდა, რომელიც ვიეტნამში ტყვედ აიყვანეს.
პრეზიდენტმა აღნიშნული პისტოლეტი სიმბოლურად ჯონ მაკკეინს დაუბრუნა, რომელიც, როგორც ცნობილია, ვიეტნამის ომის დროს ტყვედ რამდენიმე წელი იმყოფებოდა.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1
ოპონენტებს ვთხოვ, ასფალტისა და 24-საათიანი დენის ”არგუმენტები” არ მოიშველონ, თორემ გავბრაზდები და უარესებს ვიტყვი!
© პროვოკატორი [ჟურნალი ”გზა”]