#54896610 · 29 Jun 2019, 17:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს დილით, როდესაც სარკის წინ დავდექი, ჩემს თმებში შევნიშნე ბევრი ჭაღარა. უკვე ქურდები აღარ ეთქმით, ისინი უმრავლესობაში არიან... და მაინც რაოდენ დიდია სურვილი ყველაფრის თავიდან დაწყების! ეს დღეებია სახლიდან შორს მყოფი, ვფიქრობ ამაზე, და ვერც უგემრიელესმა ბისკვიტმა ამაღებინა ხელი. ვფიქრობ და იმედი მაქვს ისევე ფიქრებათ და განუხორციებელ ოცნებათა არ დარჩება -ეს ყველაფერი...
იმის ძახილი რომ ზოგს ძალიან უმართლებს და ყველაფერი აქვთ,ხოლო სხვებს პირიქით ,არაფრის მომცემი არ არის, რეალურად მართლა ეგრეა, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი თავის პატრონი ჩვენ თვითონ ვართ და თუ უბედურად ვგრძობთ თავს ეს პირველ რიგში ჩვენი დამსახურებაა.
ძალიან გამოფიტული და დაღლილი ვარ... ერთ საათში ჭამის დრო იქნება და მორიგი ისეთი კერძი გამეჩითება,რაც ძალიან არ მიყვარს, მაგრამ მომიწევს, მშიერი რომ არ მოვკვდე. სიმბოლურია, მართლაც რომ სიმბოლურია ამის დედაც!
|