“ორშაბათიდან პროდუქტებზე ფასების გაძვირების მორიგი ტალღა დაიწყება”, – ამის შესახებ ეკონომისტი ნიკა შებგელია სოციალურ ქსელში წერს.
მიზეზად ის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ეროვნული ბანკის უპასუხისმგებლო ქმედებას ასახელებს.
“ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესება და ცალკე ეროვნული ბანკის უპასუხისმგებლო ქმედებამ, რომელმაც ამ მოცემულობაში თვითმიზნად დაისახა რეზერვების შევსება და ლარი გაუფასურების მორიგ ახალ მაქსიმუმებზე გაიყვანა.
ყველაფერი ზემოთაღნიშნული, სამწუხაროდ ასახვას პოვებს სურსათის ფასებზეც და ორშაბათიდან უკვე ველოდებით გაზრდილ ფასებს,რომელიც 5 -10 % ით პროცენტით მაღალი იქნება 10 დღის წინანდელ ფასებთან შედარებით.
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთა განცხადება, რომ ლარის ნახტომისებური გაუფასურება რუსეთიდან ავიაფრენების აკრძალვის გადაწყვეტილებამ გამოიწვია კრიტიკას ვერ უძლებს. (ჯერ ფრენები არ შეზღუდულა და ამ კუთხით ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა და რეალური შედეგები დაახლოებით ერთი თვის შემდეგ უნდა დადგეს.)
ეროვნულ ბანკს ჯერ არავინ თხოვს გამოიყენოს რეზერვები ლარის დევალვაციის შესაჩერებლად,მაგრამ იმას კი უნდა ხვდებოდნენ რომ ამ ეტაპზე რეზერვებისათვის შესყიდვები უნდა შეეჩერებინათ.
ხოლო რაც შეეხება მოლოდინებს ლარის კურსის გაუფასურებისა, ეს პირველად ჯერ თავად მთავრობამ გააჩინა მაშინ როდესაც ბიუჯეტი 2.70 იან ნიშნულზე გათვალა და ახლა ასეთ პოლიტიკურ დაძაბულ სიტუაციაში თავისი უმოქმედობით ეროვნულმა ბანკმა ხელი შეუწყო”, – წერს
http://bfm.ge/nika-shengelia-orshabatidan-...xdSJBzCzOBpGpuc