გუშინ ბიშკეკთან ახლოს სოფელ კოი-ტაშში ყოფილი პრეზიდენტის ატამბაიევის დაკავების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მის რეზიდენციაში სპეცრაზმი მაშინ შევიდა, როდესაც იგი ხალხს ხვდებოდა, მაინც მისმა მხარდამჭერებმა შეძლეს სპეცრაზმის არათუ შეჩერება, არამედ უკან დახევინებაც კი. ორმხრივი სროლა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამ შეტაკებებში დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაშავდა ათობით სხვა ორივე მხრიდან.
ყოფილმა პრეზიდენტმა ატამბაიევმა, რომელმაც შეძლო და გადაურჩა დაკავებას გვიან ღამით მიმართა ხელისუფლებას და მოუწოდა მშვიდობიანი მეთოდებით განეგრძო გამოძიება მის წინააღმდეგ.
ატამბაიევს საპრეზიდენტო ვადა 2017 წელს ამოეწურა. თანამდებობა მისმა ყოფილმა მხარდამჭერმა იენბეკოვმა დაიკავა, რომელიც ატამბაიევის წინანაღმდეგ გამოძიება დაიწყო.
სტატია:
https://eurasianet.org/kyrgyzstan-operation...jR8bZUzbOBpKEnsვიდეო:
https://www.rferl.org/a/kyrgyzstan-atambaye...d/30097890.html * * *
ესეც შეტაკებების კადრები:
https://www.rferl.org/a/kyrgyz-police-storm...k/30097824.html This post has been edited by Foreign-Affairs on 8 Aug 2019, 10:44