სააკიანცზე არ არის საუბარი

დუბაის პრინცს ცოლი გაექცა და $40 მილიონი გაიტაცა
23:53 2019-06-29
დუბაის მმართველ მოჰამედ ბინ რაშიდს ცოლი, პრინცესა ჰაია გაექცა და $40 მილიონი გაიტაცა.
გამოცემა The Sun-ის ცნობით, პრინცესა 2019 წლის თებერვალში გაუჩინარდა, თუმცა ოფიციალურად მედიისთვის ახლა გახდა ცნობილი.
გავრცელებული ვერსიით, პრინცესა ჰაია შვილებთან ერთად გერმანიაში იმალება, რადგან ქმრისგან განქორწიენბის მიღებას სწორედ ამ ქვეყანაში ცდილობდა. მედიის ცნობით, დუბაისა და გერმანიას შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზიც სწორედ ეს ფაქტი იქცა. პრინცი მოჰამედი გერმანიისგან ოჯახის წევრების გადმოცემას მოითხოვდა, რაზეც მან უარი მიიღო.
მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი 1949 წელს დაიბადა. ის არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი ასევე დუბაის საამიროს მმართველია. აღნიშნული თანამდებობები მან 2006 წლის 4 იანვარს უფრო ძმის მაკტუმ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო.
კაი ნაშაა ღმერთმანი