#54909144 · 2 Jul 2019, 13:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
20.06.2019-ის შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. იმედია საბოლოო ჯამში უკეთესობისაკენ.
იმ დღიდან მოყოლებული არ ჩერდება კრემლი და მისი პროპაგანდისტული მანქანა (თვისი ადგილობრივი ჭანჟიკებით) რომ საქათველოში რუსოფობია მძვინვარებს, რომ "გრუზინებმა" ჭკუა ვერ ისწავლეს, რომ აი ჩვენ კარგი გივნდოდა მაგათთვის, ძმური ხელი გავუწოდეთ და მაგნებმა ### შემოგაჩეჩეს და ... ამ სტილში. საყვედურები, მუქარები და ჭკუსი სწავლებები რუსეთი უმაღლესი ტრიბუნებიდან არ მთავრდება დღემდე. ამოვიდა რა ყელში.
საბოლოოდ რომ გაცხადდეს ყველაფერი, ჩვენი დამოიდებულება რუსეთისა და კრემლის მიმართ, რაღაც დამაგვირგვინებელი აქტივობა ხომ არ მოგვეწყო, ყველასათვის გასაგები და ცალსახა რომ იყოს ის იდეა, აზრი და პოზცია რისთვისაც ვიბრძვით. ღირსეული რომ იყოს ეს ყველაფერი, ცხადად უნდა ვაჩვენოთ რომ სინამდვიეში არანაირი ფ ო ბ ი ა და სხვა პათალოგია არ გვჭირს, რომ ჩვენი პროტესტი მიმართულია კრემლის კონკრეტული დანაშაულებების წინააღმდეგ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ღირსების და არსებობის პრინციპია და არა ბრბოს გაუცნობიერებელი ღნავილი. მარტო კრემლმა არა, დაე მთელმა მსოფლიომ დაინახოს რისთვის ვიკლავათ თავს.
ფესტივალი მგონი კარგი და თან სარკასტული ფორმა იქნება ამ ტიპის ატივობისთვის. და რუსოფობია წინწკლებში უნდა ჩავწეროთ.
თარიღი? დაე იყოს 08.07.2019 - ფრენების აკრძალვის დღე.
--------------------
არ უღალატო საქართველოს! და ცოლს.
karma is a boss.
|