#58748219 · 4 Jan 2022, 22:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Nexttime ვერცერთი მედიკამენტი ვერ გიშველით თუ თავად არ მიეჩვევით ავტოტრენინგს, ნევროზს ჯერ დედამიწაზე კაცი არ მოუკლავს, ცხოვრება კი ბევრისთვის გაუმწარებია. შორეულ წარსულში "მალალეტკების" ზონიდან რომ გამოვედი , ცოტა არ იყოს ამრეზით მიყურებდა ოჯახი, ვერ აიტანეს ჩემი ციხეში მოხვედრა. მაშინ დამეწყო ზუსტად ის შეგრძნებები რაც თქვენ აღნიშნეთ. ერთმა ძალიან ცნობილმა პროფესორმა მითხრა გარკვევით: მე ვერ გიშველი თავად თუ არ დამეხმარები! ავტოტრენინგი ანუ საკუთარი თავის რწმენა უნდა ჩააგონოთ გონებას, მაშინ დაიბრუნებთ საკუთარ თავზე კონტროლს და სიმშვიდესაც დაიბრუნებთ. თუ რამე, მომწერეთ და უამრავ რამეს გასწავლით, მედიკამენტებს ერიდეთ...
--------------------
შურისძიება ეს მართმსაჯულების სისუსტის შედეგია.
|