#54906355 · 1 Jul 2019, 20:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს პირველი ივლისია, სწორედ ამ დღეს 1625 წელს ყიზილბაშთა უზარმაზარი ურდო (მემატიანე 50 000 კაცი) ისა ხან ყორჩიბაშის სარდლობით დაბანაკდა სოფელ მარაბდასთან, სადაც შური უნდა ეძია მარტყოფის კატასტროფის გამო და ხელ მეორედ დაელაშქრა ქართლ-კახეთი..
ნუ ამის გაგრძელება ყველამ ვიცით ასე თუ ისე რა და როგორ დასრულდა, უბრალოდ მინდა ამ მოვლენის წინაშე უფრო საფუძვლიანად ვისაუბროთ, თუნდაც ჯარების რაოდენობაზე, ბრძოლის შედეგებზე, პოტენციურ გამარჯვებაზე, რეალურ მარცხზე, მთავარსარდლობაზე, ვინ რა გააიღო ამ ომში და შეიძლებოდა თუ არა ამ ბრძოლაში გამარჯვება, თუნდაც დამხმარე ჯარის შემოსევის დროსაც... ვგულისხმობ შაჰ ბენდე ხანის დამხმარე ჯარს, ვინც საბოლოოდ გადასწონა ბრძოლის სასწორი...
|