ამ დარტყმას როგორ გავუძლებთ არ ვიცი
http://ajaratv.ge/article/45333?fbclid=IwA...QTa_QQ2vOrxDx0Eნინო ქათამაძის კონცერტის გაუქმების შემდეგ, პუტინმა ხელოვანებს საქართველოში ჩასვლისგან თავის შეკავება მოსთხოვა - რუსული მედიაკრემლმა, რუსი ტურისტების შემდეგ, უკვე რუს მსახიობებსაც მოუწოდა საქართველოში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ და დაგეგმილ ღონისძიებებს გადახედონ - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ინტერფაქსის ცნობით, ვლადიმერ პუტინის ახალი "აკრძალვა" ნინო ქათამაძის მიერ მიღრბულ გადაწყვეტილებას და რუსეთში ტურების გაუქმებას უკავშირდება. ამასთან, პუტინის ადმინისტრაციას მოლოდინი აქვს, რომ რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვი პარლამენტიდან ''გამოძევების'' ფაქტზე, ქართულმა მხარემ ვინმე უნდა გაასამართლოს.
''გადახედეთ თქვენს დღის წესრიგს, თქვენივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რადგან ოფიციალურმა თბილისმა ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხა იმ პირთა გასამართლება, რომლებიც რუს დეპუტატზე სერგეი გავრილოვზე თავდასხმას და პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ'' - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
''ინტერფაქსის" ინფორმაციით, პრესკოვმა განცხადება ნინო ქათამაძის რუსეთში დაგეგმილი კონცერტის გაუქმების შეფასებისას გააკეთა. ''ის ძალიან ნიჭიერი მომღერალია, თუმცა სავარაუდოდ პოლიტიკაში ცუდად ერკვევა. თუ კი მას კითხვები ექნება, ჩვენ მზად ვართ განვუმარტოთ'' - ამბობს რუსული გამოცემის ინფორმაციით პუტინის პრესმდივანი.
მსგავსი თემა: ბათუმში, 27 ივლისს, ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი იყო ჩანიშნული. კლუბის მფლობელების განცხადებით, შესაძლოა კონცერტი გაუქმდეს .
ტურისტული და სხვა ტიპის ემბარგოები საქარათველოსთვის კრემლმა მას შემდეგ შემოიღო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიჭირა, ამას კი საქართველოს მოქალაქეების აღშფოთება და აქციები მოჰყვა.
რუსეთში მედია არწმუნებს მოქალაქეებს, რომ საქართველოში ტურისტებს ერჩიან.
https://netgazeti.ge/news/377208/?fbclid=Iw...wyR9FBhQBQ5F-Ycკრემლი რუს არტისტებს აფრთხილებს, რომ საქართველოში ჩამოსვლა მათთვის საშიშიაკრემლი რუს არტისტებს, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლასა და წარმოდგენების გამართვას აპირებენ, მოუწოდებს, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქრონ.
კრემლში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კვლავ იგრძნობა “რუსოფობიური განწყობები“.
“უბრალოდ, ჩვენმა არტისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ახლა ეს შეიძლება სახიფათო იყოს. ჩვენ ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ჯერ არ მოგვისმენია იმ ახლაგაზრდების გაკიცხვა, რომლებმაც პარლამენტში შეჭრა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე თავდასხმა სცადეს“, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.
პესკოვი ასევე გამოეხმაურა ნინო ქათამაძის განცხადებასაც, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთში აღარ იმღერებს.
“ის [ქათამაძე] ძალიან ნიჭიერია, მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრი არ იცის პოლიტიკის თვალსაზრისით. თუ მას რაიმე კითხვები ექნება, ჩვენ მზად ვართ, მას ეს ყველაფერი სიამოვნებით ავუხსნათ.
რუსეთში პოზიტიურად ვერ აღიქვამენ და არ არიან მზად მიიღონ ექსტრემისტებისა და ნაციონალისტების ქმედებები, მით უფრო, როდესაც ეს აგრესიული მოქმედებები ჩვენ პარლამენტარების წინააღმდეგაა მომართული. ასევე, პოზიტიურად ვერ მიიღებენ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, რომლებიც რუსოფობიული სულითაა აღსავსე“, – დასძენს პესკოვი.
30 ივნისს მომღერალმა ნინო ქათამაძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ რუსეთში კონცერტი გამართა, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც კონერტის გამო ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ეს მისი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში. მისივე მოსაზრებით, 20-21 ივნისის მოვლენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს
ამ ნიუსმა საერთოდ გამანადგურა
https://on.ge/story/40126-%e1%83%a0%e1%83%a...%83%91%e1%83%90"რუსეთის მიმართ აგრესიის" გამო ბათუმში A-Studio-ს კონცერტის გადადება ან გაუქმება განიხილებაბათუმში, კლუბ UP2U-ში დაგეგმილი A-Studio-ს კონცერტის გაუქმება ან გადადება განიხილება. ამის შესახებ კლუბის მფლობელმა, ირაკლი ფირანიშვილმა On.ge-ს განუცხადა. ინფორმაცია თავდაპირველად აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. ჯგუფი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია.
კლუბის მფლობელის თქმით, კონცერტის გაუქმება ან გადადება "რუსეთის მიმართ აგრესიის" გამო გადაწყვიტეს. საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბი ხვალ, ორ ივნისს მიიღებს.
"ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა [მიზეზი], აგრესია რუსეთის მიმართ", — თქვა ფირანიშვილმა და აღნიშნა, რომ ინიციატორი თავად კლუბი იყო.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტის გამო გამართული აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს.
20 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 27 ივლისს ბათუმში პუტინის მხარდამჭერი ჯგუფის, A-Studio-ს კონცერტი გაიმართება. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია, რომელიც ჯგუფის სოლისტია, პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია. 2010 წელს საბჭოთა კავშირისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ის სცენაზე სამხედრო ფორმით წარსდგა და სიმღერა "ჩვენ გვჭირდება ერთი გამარჯვება" შეასრულა. 2013 წელს, 12 ივნისს რუსეთის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე თოფურიამ წითელ მოედანზე, რუსეთის დროშის ფერებში გაფორმებული კაბით იმღერა.
2018 წლის 5 მარტს მომღერალმა თქვა, რომ "რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინი რომ არ აირჩიონ, 2008 წელი სიზმარი იქნება". 2018 წლის 17 მარტს კი მან გრიგორი ლეპსთან და რუსული ესტრადის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ვლადიმერ პუტინის წინასაარჩევნო მხარდასაჭერ კლიპში იმღერა.
This post has been edited by MyChemicalRomance on 1 Jul 2019, 19:21
I don't love you like i did in yesterday ...