#54911478 · 2 Jul 2019, 21:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ინტერნეტტელევიზია POSTV პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესრო აქციის ორგანიზატორის და სპიკერის მოღვაწეობით დაინტერესდა.
„ეს პრესკონფერენცია 2013 წელს ჩატარდა. მარჯვნივ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მინდია გულუაა, რომელმაც რუსულ პოლიტიკაში სცადა ბედი. 2011 წელს საქართველოში ის პრორუსულ პარტიას სახელწოდებით „განახლებული საქართველო“ აფუძნებს.
სააკაშვილის ხელისუფლება სდევნიდა ამ პარტიას და მის წევრებს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მინდია გულუა ქვეყნიდან გააგდეს.
2013 წელს გულუა საქართველოში ბრუნდება და პოლიტიკურ მოღვაწეობას ანახლებს. მის გვერდზე კი გიგა მაქარიშვილია. იმ დროს ის მინდია გულუას პრორუსული პარტიის პრესსპიკერი იყო და საზოგადოებასთან ურთიერთობასაც ის კურირებდა. დღეს გიგა მაქარაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორი და სპიკერია“ - ამბობს POSTV.
--------------------
დემონის ყველაზე დიდი ეშმაკობა ისაა, რომ დაგარწმუნოს მის არარსებობაში!-ბოდლერი დიქტატურას, იმისთვის არ ამყარებენ, რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, სწორედ რევოლუციას ახდენენ იმ მიზნით, რომ დიქტატურა დამყარდეს!-ორუელი "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ. ფსიქიატრს მიმართეთ!"-ჩერჩილი
|