აქ დავდებ ამ ინფოს:
"ბარის უცხოელმა მფლობელმა ქალმა სულელი პატრიოტები გვეძახა - პუტინი გააბრაზეთ და რუსი ტურისტები შემცირდებიანო" - რა შეემთხვათ ახალგაზრდებს ირლანდიურ ბარში?
ანა ნამორაძე სოციალურ ქსელში ამ ფაქტის შესახებ წერს:
"ეს ჩაი დავუტოვეთ გუშინ ბარის უცხოელ მეპატრონეს, რომელიც 18 წელია საქართველოშია და ამ ბარს ფლობს და ამის მიუხედავად, გაცეცხლებულია, რომ რუსი ტურისტები შემცირდებიან. გვეჩხუბა და სულელი პატრიოტები გვეძახა იმიტომ, რომ პუტინი თურმე "გავაბრაზეთ" და გაბრაზებულმა პუტინმა ფრენები აკრძალა. ბიზნესის აზრზე არ ხართო, ყვიროდა.
რა სამარცხვინო ხარ რომ იცოდე! იმედია, ეს ჩაი გამოადგება შენ ბიზნესს!" - წერს ახალგაზრდა.
სტატუსმა ინტერნეტ-მომხმარებლების დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
"სავარაუდოდ, არაბი იყო მეპატრონე?" - იკითხა ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რაზეც პოსტის ავტორმა პასუხი გასცა რომ არა, საუბარია ირლანდიურ ბარზე, რომლის მფლობელიც საქართველოში მცხოვრები ირლანდიელი ქალია. "ძალიან საყვარელი გვეგონა აქამდე," - დაწერა გოგონამ.
"რა თქმა უნდა, გაცეცხლდებოდა. მას არ სტკივა არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო. რუსეთი ერქმევა იმ ადგილს თუ საქართველო, მისთვის სულერთი არაა? ფულის გასაკეთებლად არის ჩამოსული და არა ქართული პატრიოტული გრძნობებისთვის," - წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები.

კაროჩე, საუბარია ირლანდიურ ბარ "ანგარზე" და მის ცნობილ მფლობელ, "ქართველების დიდ მოყვარულად" ცნობილ რებეკაზე.
ისე რა გულუბრყვილი ხალხი ვართ

იი, ისა და ეს უცხოელი გიჟდება საქართველოზე. მაგრად მიყვარს საქართველოო ამბობსო, გული გვიჩუყდება და ამ დროს ტიპი მომჯდარია აქ და თავის ბიზნესს აკეთებს. თან აგენტია. ხოდა, მერე გვიკვირს-ხოლმე ასეთი ფაქტები.