ზოგადად მაგრად მკიდია რუსული პროპაგანდა (ყველას უნდა ეკიდოს) მაგრამ მათში ხშირად შეიმჩნევა ხოლმე რაღაცისთვის მზადება ან მიზანმიმართული ნიადაგის მომზადება
ეს რაც ხდება ეხლა რუსეთში საეჭვოა, ადრეც ყოფილა ანტირუსული მიტინგები და პლაკატები ბევრჯერ, ადრე ხშირად (როგორც ამ ვიდეოშია ქვემოთ) ხსნიდნენ რუს ტურისტებს ამ კოლორადოს ლენტებს, მაგრამ ამხელა პროპაგანდა (ამის 1/4 ) თუ იქნებოდა რუსულ ტვ სივრცეში
ანუ ეს იმას ნიშნავს რომ რაღაც ხდება და ჯერ არ ვიცით
არ არის გამორიცხული ეს გეგმა "ბ" იყოს რუსებისთვის (ბიძინას 1 წელი მომეცით კიდევ და ა.შ) მაშინ ვიძახდით რომ ამ 1 წელში რაღAც ცუდს გააკეთებდა ეგ კაცი ( ამას დამატებული ბოლო წლებში ანტიდასავლური პროპაგანდა ქოცების მხრიდან და პრორუსი ძალების მოძლიერება და პარლამენტში დასმა, თავის ინაშვილებით და ვასაძეებით დაწყებული, დამთAვრებული მარშებით)
მაგრამ ვერცერთმა ამ ძალამ ვერ გაამართლა, ვერ მოიპოვა ძალა და პოპულარობა, მარშები ხშირად ხან აარაბებრს უპირისპირებდნენ საზოგადოებას ხან თურქებს, ნუ ლიბერალებზე აღარაფერს ვამბობ..
ამ 7 წლიანმა დათბობის პოლიტიკამ ფაქტიურად უკანა პლანზე კი არ მოისროლა არამედ ბოლოში ჩვენი ოკუპაციის თემატიკა საერთაშორისო არენაზე, იყო შემთხვევები რომ ძველი მებრძოლები რომლებიც იბრძოდნენ რუსების წინააღმდეგ რატომღაც ან გაიქცნენ ქვეყნიდან ან დაიღუპნენ საეჭვო მდგომარეობაში..
მერე ეს ბოლო დროს პრაიდის პროპაგანდა და გავრილოვის დასმა (თან მართმადიდებლურ ანსამბლეად შეფუთვა) კიდე საეჭვოდ დაემთხვა.. მერე ამ მიტინგის სასტიკად დაშლა რომ ხალხი უფრო გამოიეყვანათ ანტირუსულ პლაკატებით და უფრო მეტი ადამიანი გამოსულიყო (უფრო კარგად გაშუქებულიყო)..
მე არც ნაცი ვარ და მითუმეტეს არც ქოცი, ნეიტრალური ადამიანი ვარ და ვაფასებ დღევანდელ სიტუაციას , ამ ყველაფერში კანონზომიერება რომ იკითხება ვერ ხვდებით?
და გრძნობა მაქვს რომ ამ 7 წლიანმა ძალისხმევამ ვერ გაამართლა, პრორუსული პროექტი ჩავარდა და ეხლა ამუშავებულია გეგმა 'B'
პირველი ეტაპი მოიცავს ემბარგოებს და ფრენების აკრძალვებს რომ რუსი ხალხი ნაკლებად შემოვიდეს აქ და ნახოს რეალური სიტუაცია
მეორე ეტაპი მოიცავს საქართველოს და ქართველების გაშავებას მთლიანად, რომ აქ რუს ხალხს ერჩიან და ა.შ (ანუ რუსი ხალხია დასაცავი)
აი მესამე ეტაპი (იმედია ვცდები) არაა გამორიცხული უკვე სამხედრო აგრესია იყოს, და ამით დასრულდება ბიძოს 1 წლის თხოვნა მთლიანი ოკუპაციით... (ან რამე ცუდი მოხდება)
იმედია ცუდი ანალიზის უნარი მაქვს და ვცდები, მაგრამ ცუდათ წავიდა რუსეთში საქართვერლოს გაშავება (როგორც 2006 ში და მოხდა 2008) , როგორც უკრაინის გაშავება მანამდე და ყველამ ვიცით რაც მოხდა, ეს არის რუსეთის ხელწერა და საზოგადოების მომზადების პროცესი რომ ზიზღი დათესოს ჩვენ მიმართ
ეხლა მთავარი რუსული საინფორმაციოები აი ესეთ რამდენიმე ვიდეოს დაათრევენ რომელიც არის გადაღებული 5-6 წლის უკან კოლორადოს ლენტებით რომ შემოდიოდნენ ხოლმე რუსები
შეხედეთ ვიდეოს დადების თარიღს გუშინ არის დადებული, და დღეს უკვე ყველა მაგათი ფორუმი თუ საინფორმაციოები წერენ თუ ნახე რას უშვრებიან რუს ოჯახს საქართველოში..
https://www.gazeta.ru/social/news/2019/07/0...xchange&updatedბევრის წერა კი გამომივიდა , მაგრამ რას ფიქრობთ თქვენ?
In modern war... you will die like a dog for no good reason.