პატარაობაში მყავდა მტრედი ერთი დღით.
ოფისში შეფრინდა. დაჭირეს და მაჩუქეს.
ძალიან გამიხარდა. ფეხზე ბაწარიც შეაბეს, არ გაფრინდება სანამ შეგეჩვევაო.
სახლში მოვიყვანე, ოთახში გავუშვი, მაშინვე კარადის ქვეშ დაიმალა და არცერთ თხოვნაზე, არც ხორბალზე, არც ჭიაყელების გულისთვის აღარ გამოვიდა.
მოვქაჩე მერე ბაწარზე, ძალით გამოვიყვანე, ჩავიხუტე, შევხსენით კვანძი და გავუშვით ფანჯრიდან. ველოდებოდი ხოლმე, მეგონა ხანდახან მაინც გაახსენსებოდა ეს სახლი და შორიდან მაინც შემოგვხედავდა.