გამარჯობა, რჩევა მჭირდება ხალხისგან ვინც ევროპიდან მანქანით ჩამოსულა, მანქნაით მინდა წამოსვლა, გზის კილომეტრაჟის და სწვავის პრობლემა არ მაქვს, გარკვეული მიზეზების გამო.
გამოცდილების მქონე ხალხთან მაქვს კითხვა, Green Card-როგორც ზოგადად გავიგე საერთაშორისო დაზღვევაა, რომელსაც ყველა ქვეყანაში არ გთხოვენ(ო) ასევე საქართველოში არ მუშაობს. რო არ დავაზღვიო რა პრობლემებს შეიძლება გადავაწყდე ან დაზღვევის რა ალტერნატივა მაქვს? ჩემა სადაზღვეომ რომ გაიგო საქართველოში ვაპირებდი წასვლას დაზღვევა შემიჩერა
ჩემი პირადი ნივთები, ტანსაცმელი და კიდევ ფინთიკრუშკები რომ ჩავტენო მანქანაში თურქებისგან რა სახის ბოროტებას ველოდო, ძველი პირადი გამოცდილება კარგს არაფერს მკარნახობს და იქნებ ვინმემ 2 სიტყვა შემაწიოთ, მაღარიჩი ჩემზეა...
იმ შემთხვევაში ბულგარეთიდან ბორანით რომ გადმოვიდე მომიწევს "ფინთიკრუშკების" განბაჟება და დრო რამდენი მაქვს თუ ეგრევე უნდა განვაბაჟო? გასაყიდი და ახალი არაფერი ოჯახის პირადი ყველაფერი.
მადლობა წინასწარ