#54922217 · 5 Jul 2019, 00:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადრე რას ამბობდა ერთია, მაგისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოს და ალბათ ამიტომაცაა ქართული პოლიტიკის აფსაიტში. მაგრამ რასაც ამ ინტერვიუში საუბრობს, ჩემი მოკლე ჭკუით, არის სიმართლე და პრაგმატული მსჯელობა.
მე ვარ უკიდურესად აჭრილი აფსუასებზეც და ოვსებზეც. მე, პირადად, არ მესახება არავითარი განლაგება სადაც აფსუასები და ქართველები, ან ჯავა-ცხინვალის ოვსები და ქართველები ერთად იცხოვრებენ. ეთნიკური წმენდა იმდენად საშინელი და ბოროტი ქმედებაა, და რაც მთავარია, ამის შესასრულებლად აუცილებელია მოსახლეობის უმრავლესობის თანხმობა, ორ ასეთ ერს ერთმანეთთან თანა ცხოვრების საშუალება ვერ ექნება. ამიტომაც, ჩემი გადმოსახედიდან ამ ორ არარაობებთან არის ერთი მიდგომა "ან ჩვენ ან თქვენ!".
მაგრამ, თუ მოვხვდი ისეთ სიტუაციაში როდესაც წარმოვადგენ არა მარტო ჩემს პირად არამედ საზოგადო ინტერესს, ჩემი საუბარი შეიძლება სულ სხვა იყოს და სხვა ქვეტექსტი ქონდეს.
იდეები უნდა განიხილებოდეს არა მათი ავტორების საფუძველზე, არამედ თვიდ იდეების არსზე დაყრდნობით. ადამიანი შეიძლება ღრმად ცდებოდეს ერთ საკითხში მაგრამ ციდან ვარსკვლავებს ხსნიდეს მეორე საკითხში. არ შეიძლება ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვა.
ამ ინტერვიუში რასაც ამბობს ჩემთვის არის საკითხისადმი ჯანსაღი და პრაგმატული მიდგომა. რა თქმა უნდა ასეთი მიდგომით ახალგაზრდები ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევდნენ, მაგრამ ასეთი პრაგმატული აზროვნება აუცილებელია მოლაპარაკების და კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად. ანუ, დღეს რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი განვმუხტოთ, ამ ადამიანის მიერ შეთავაზებული სამოქმედო რუქა კარგი დასაწყისია.
ანუ თვალთხარია არ აპირებს წასვლას იმიტომ რომ ეგ ხიხოს "რუბიკონია". ახალგაზრდები ითხოვენ თვალთხარიას გადადგომას იმიტომ რომ ეს მათი პრინციპული მოთხოვნაა. გამოდის ნულოვანი თამაში რაც პირველ რიგში ქვეყნისთვისაა მავნებელი. ეს კაცი რაზეც საუბრობს არის კომპრომისის და მოლაპარაკებების საფუძველი. შეიძლება საბოლოო ვარიანტი სულ სხვა იყოს მაგრამ მოლაპარაკებების დასაწყებად ძალზედ მისაღები ათვლის წერტილია.
|