იმდენს ვლაპარაკობთ ამ კაცზე სხვადასხვა თემებში მგონი ცალკე თემაც უნდა იყოს ამ კაცის მოღვაწეობაზე.
მოკლედ დავწერ ჩემს აზრს და იმედია თემაში უფრო განვავრცობთ.

პირადად ჩემი შეხედელებით ეს ადამიანი არის ფსიქოლოგიურად კარგად დამუშავებული რუსული მეთოდით, მხოლოდ მოლაპარაკე.
არანაირი პროფესიონალი, რომ შევადაროთ კანონიერი ქურდი, ვიღაცეების გაფუჭებულ საქმეზე შეიძლება დაჯდეს და გაარჩიოს დამაჯერებელი იყოს და მოაგვაროს ქურდულად, კანონიერი ქურდის მთავარი ღირსება რაა რითაც ის ავტორიტეტს იხვეჭს, არის ის რომ კარგი მოსაუბრეა იმ კუთხით, რომ თავას აჩვენებს ავტორიტეტად და ყველაფერში ჩახედულ ტიპად. იგივეს აკეთებს გახარია ოღონდ რა სხვაობით, ჯერ ამტკიცებს რომ არაპროფესიონალია და საქმეს აფუჭებს. შემდეგ მიდის სალაპარაკოდ და თავის გაფუჭებულს "აგვარებს" ლარაპაკით, და ზოგჯერ დიდი ალბათობით ქმედებებიც აქვს ისევე როგორც ქურდებს. ოღონდ არა ღიად არამედ სარდაფებში და ბნელ ადგილებში. ამას ვუყურებთ მუდმივად ჩვენ მისგან.
რომ ვფიქრობდი რომელი სურათი დამედო, რაც დავდე შეგიძლიათ ნახო სტატიის დრო მაგ დროს ამბობდა დეტალურად ყველაფერი იცოდა, რას აპირებდნენ ოპოზიციონერები არჩევნების შემდეგ მაგრამ მას მერე არაფერი არ გაგვიგია.
ეხლა დაბუბრუნდეთ რატომ არის რუსული მენტალიტეტის და აზროვნების კადრი, გარდა იმისა რაც დავწერე, ქურდულად საქმეების მოგვარება იცის. სადაც აღმოცენდა ეს ქურდული მეთოდით საქმის მოგვარებები არის საბჭოთა კავშირი, დღევანდელი რუსეთი. ეხლა მეორე ჩემი აზრით ძალიან საინტერესო საკითხი რაც კიდევ ხაზს უსვავს მის რუსულ მენტალობას.
არ ვარ იურსიტი არც საბჭოთა კავშირში მიცხოვრია მაგრამ რაღაცეები გამიგია და წამიკითხავს.
ბოლო ინტერვიუ, რა იყო მისი პათოსი, რაც თქვა. ჩემი პოლიციელების მიმართ წამოვიდა დიდი აგრესია და მე უნდა დავიცვა ისენი საზოგადოებისგანო, ამ სიტყვებში მან ნათლად აჩვენა რომ რუსული კადრია და რატომ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველომ გადაწყვიტა დემოკრატიული ქვეყანა გამხარიყო შეცვლალა კონსტიტუცია, კანონები ძირეულად არაფერი შეცვლილა. დანაშაულები თითქმის იგივე იყო, მაგრამ შეიცვალა კონსტიტუციის მთავარი პრინციპი, თუ საბჭოთა კონსტიტუცია გვეუბნებოდა, რომ მთავარი არის სისტემა, სახემწიფო, სახემწიფო ორგანოები და ადამიანი მეორე ხარისხოვანი, დემოკრატიულ საქართველო კონსტიტუციაში ეს შეიცვალა მთავარი. არა არსებითად მაგრამ ქაღალდზე ეს დაიწერა, რომ მთავარი არის ადამიანი და სისტემა უნდა ემსახურებოდეს მას. მთავარი პრიორიტეტი დემოკრატიულ ქვეყნებში არის ადამიანი. ავტორიტატულში სისტემა.
ეხლა გახარიამ რა თქვა, მე ვარ აქ რომ სისტემა დავიცვა ადამიანებისგანო. ის კი არ უთქვამს პრიორიტეტად მაქვს შევაფასო ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფმა სისტემა ადამიანებს ცუდად ხომ არ მოექცაო. არა ჩემი სისტემაა ეხლა მთავარი საზოგადოებისგან არ უნდა დავიჩაგროთო.
იგივეს აკეთებს ჩვენი ხელისფულებაც დღეს, გვტენის რომ ადამიანებმა შეუქმნეს საფთხე სისტემას და არ აღიარებს იმას რომ პირიქით, ადამიანებმა იწვნიეს თავის ტყავზე სისტემის ბოროტება. იმას კი არ ამბობს, რომ პირობითად მაკო გომური დაჩაგრა სისტემამო, ამბობს იმას რომ სისტემას ჩაგრავდა მაკო გომური და პოლიციელებმა სწორად დაიცვეს სისტემა.
ამ მენტალობის ადამიანს აბარია დღეს შ.ს.ს. რუსს, და გვტენის რუსულ მოდელს რაც დემოკრატიასთან თავსებადი არაა.
ესაა ჩემი მოკლე შეფასება ამ ადამიანზე.