#61082882 · 13 Mar 2024, 17:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ევროკავშირში შესვლა გვინდაო, ქოცები ამტკიცებთ! პრიმიტიული მაგალითი რომ ავიღოთ, ვიღაც ფეხბურთელს რომელიმე გუნდში თამაში რომ უნდოდეს, ამ გუნდის შინაგანწესს კი არ ცნობდეს და არ ეთანხმებოდეს, არამედ გუნდის ხელმძღვანელობას ჭკუას ასწავლიდეს, - ჩემს წესებზე გადააწყვეთ თქვენი წესებიო, ლოგიკური იქნებოდა ეს და მას გუნდში ჩარიცხავენ? ასევე იქცევით ქოცები და ამით ნიღბებს იხსნით. თქვენ არ გინდათ ევროკავშირში შესვლა, თქვენ არ ცნობთ ამ კავშირის წესებს, არამედ იმ ხსებებული ფეხბურთელივით ჭკუას ასწავლით ევროკავშირს. ისე თუ არ მოიქცევით, ჩვენ როგორც გვინდა, ე.ი. თქვენ არასწორი და არადემოკრატიულები ხართ თქვენი ევროპარლამენტით და ვენეციის კომისიის თუ სხვა თქვენი ინსტიტუციების ჩათვლითო. პარადოქსია, თუ ქოცური ხელისუფლება ევროკავშირის წესებს არ ეთანხმება, ევროკავშირში შესვლა როგორ სურს?! თქვენ რეალურად ითხოვთ შემდგომ რამეს, რაც სინამდვილეში ასე ითარგმნება - ევროკავშირო, თუ გინდათ ქოცკავშირში შემოსვლა, მაშინ ჩვენს ქოცკავშირულ წესებს დაემორჩილეთ, თორემ ქოცკავშირში არ მიგიღებთო. ველოდებით როდის შეგვეხვეწება ევროკავშირი ქოც-კორუმპირებულ კავშირში მიღება-შემოსვლას რუსეთის მიმართულებით! შალვა წარბა პაპუაშვილის მოსაზრებაა ასეთი. არ დავეთანხმოთ?
This post has been edited by dylan on 13 Mar 2024, 17:47
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|