შევიტანოთ გაუმჯობესება დემოკრატიულ სისტემაში, რათა მოხდეს ხალხის ნების უკეთესად გამოხატვა და გათვალისწინება.
მოქალაქეების ნების დაფიქსირება დოკუმენტების დონეზე დღესდღეობით ხდება მხოლოდ რეფერენდუმის სახით, მისი ქუჩის ალტერნატივა მიტინგებია.
მოვახდინოთ ასეთი სისტემის ჩამოყალიბება. საჯარო რეესტრის საიტზე კეთდება ცალკე გვერდი სამოქალაქო ინიციატივა. სამოქალაქო აქტივისტები არეგისტრირებენ თავის წინადადებას, მაგ. შევამციროთ პარლამენტი 100 კაცამდე, ან პარლამენტიდან უკან გამოვაბუნძულოთ ვინმე მუნჯი ტიპი. ამ ინიციატივას ენიჭება ნომერი. შემდეგ იუსტიცის სახლებში იდგმევა ჩასარიცხის მსგავსი აპარატები, შედიხარ ადებ აიდი ბარათს, ირჩევ ინიციატივის ნომერს და აძლევ ხმას. გარკვეული რაოდენობის ხმაზე პარლამენტი იძულებულია განიხილოს ინიციატივა, უფრო მეტ ხმაზე კი პირდაპირ დაიწყოს კანონზე მუშაობა.
სისტემამ თუ გაამართლა, ვაკეთებთ ექსპორტს სხვა ქვეყნებში