2025 წლისთვის საქართველოში ინდაურების ფერმის აშენება იგეგმება
კომპანია "ლოიდლი" 2025 წლისთვის ინდაურების ფერმის მოწყობას გეგმავს. ავსტრიული ხორცპროდუქტების კომპანიის ქართული წარმომადგენლობა ფერმის მშენებლობაში და მის მოწყობაში ჯამში, დაახლოებით 7 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, საიდანაც ავსტრიულთან ერთად ინვესტიციის 70%-ი ქართული იქნება.
როგორც "ლოიდლის" კომერციულმა დირექტორმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ფერმაში ძირითადად ქართველები დასაქმდებიან და მათი რაოდენობა მინიმუმ 100 თანამშრომელს შეადგენს. საქართველოში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გავა.
ხუციშვილის განმარტებითვე, ფერმის მოწყობა, გამართვა და გახსნა 2020 წლიდან დაახლოებით 5–წლიან გეგმაშია გაწერილი, ხოლო 2025 წლიდან მის რეალიზებას კიდევ დამატებითი დრო დასჭირდება.
"ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა ავსტრიული "ლოიდლისგან" პროდუქცია რომ წაიღონ, ბევრად უფრო ძვირი უჯდებათ, ხოლო ჩვენგან უფრო იაფი იქნება. კომპანია "ლოიდლის" მხრიდან გეგმა დამტკიცებულია, უბრალოდ დრო და პერიოდი სჭირდება იმ სტანდარტებს, რასაც ევროკავშირი ითხოვს, აგრეთვე, რასაც კომპანია "ლოიდლი" ითხოვს და ეს 5 წელი სწორედ ამისთვის არის აუცილებელი. ფერმა დაგვეხმარება იმაში, რომ ადგილობრივი წარმოება გვქონდეს და ყველაფერთან ერთად კომპანიაზე ლარის კურსმაც არ მოახდინოს გავლენა", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ცნობისთვის: შპს "სატრაპეზო" ამიერკავკასიაში ავსტრიული ხორცპროდუქტების კომპანია "ლოიდლის" ოფიციალური წარმომადგენელია. შპს "სატრაპეზო" საქართველოში 2005 წელს დაფუძნდა, ხოლო "ლოიდლი" დისტრიბუციას საქართველოში 2013 წლიდან ახორციელებს. კომპანიამ 2018 წლის მეორე ნახევარში ზაჰესში 4 500 კვ.მ-ზე საწარმო გახსნა, რომელშიც 20 მლნ ლარის ოდენობით ინვესტიცია განხორციელდა.
"ლოიდლი" ამჟამად საქართველოში ორი ოფიციალური მაღაზიით არის წარმოდგენილი და სხვადასხა მაღაზიებში დისტრიბუციას აქტიურად ახორციელებს. მისი პირველი მაღაზია საქართველოში 2007 წელს გაიხსნა.
https://www.bm.ge/ka/article/2025-wlistvis-...-igegmeba/36425
ილონ მასკი 2025 წელს მარსზე გაფრენას გეგმავს. ჩვენ ინდაურის ფერმას ვხსნით

CNN და BBC ჩხუბობს რომელმა რომელი გააშუქოს

პს
ნაცები თემას არ ეკარებიან
This post has been edited by SPLIYVI on 7 Jul 2019, 10:29