Liberal International-მა 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენებზე რეზოლუცია მიიღო
12:24 2019-07-07
ლონდონში გამართული აღმასრულებელი კომიტეტის 202-ე სხდომაზე Liberal International-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები განიხილა და რეზოლუცია მიიღო.
Liberal International განვითარებულ პროცესებს აფასებს, როგორც სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ ძალადობად, ძალისმიერი ანგარიშსწორება, ძალის არაპროპორციულად და გადამეტებულად გამოყენება, ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები და დარბევები დილის საათებამდე.
„Liberal International აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა შეგნებულად შეუწყო ხელი საკუთარ მოქალაქეებში და განსაკუთრებით ახალგაზრდობაში ისტორიული უკმაყოფილობით გამოწვეული მღელვარების დაძაბვას იმ ფაქტით, რომ რუსეთის ფედერაციის დუმის პარლამენტარს საქართველოს პარლამენტის დარბაზში თავმჯდომარის სავარძლიდან სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მისცა.
Liberal International მწუხარებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპაციასთან ერთად, რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ბოროტად გამოიყენა თბილისში მომხდარი დაძაბულობა და შემოიღო დამამცირებელი ზომები ისევ საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უკავშირდება საქართველოს მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის აკრძალვას და რუსეთში ქართული პროდუქციის იმპორტის შეზღუდვას, რაც, ჩვენი აზრით, სოციალურ-კულტურულ და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი გაუარესების ხელშემწყობია.
Liberal International მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, დაუყონებლივ გააუქმოს სანქციები, რომლებიც მოფიქრებულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საკუთარი ეკონომიკის საწინააღმდეგოდაც, სინამდვილეში კი მიმართულია საქართველოს დასასჯელად და მეზობელი ქვეყნის შიდა პროცესებში საკუთარი უხეში და სამარცხვინო ჩარევების გადასაფარად,“ - აღნიშნულია რეზოლუციაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რესპუბლიკური პარტია Liberal International-ის წევრია.
http://www.newposts.ge/?l=G&id=209285-%E1%...%83%98%E1%83%90