ეს ჩათლახები აშკარად რაღაცას ამზადებენ
ქოლერის ეპიდემია არ მოაწყონ თავად და მერე ჩვენ დაგვაბრალონ
კორპუსებს როგორც აფეთქებდა ეფესბე თავის დროზე
გენადი ონიშენკო - ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ ვირუსებზე, არამედ გადამტანებზე - ტკიპებსა და კოღოებზე
ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ ვირუსებზე, არამედ გადამტანებზე - ტკიპებსა და კოღოებზე, - ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშჩენკო აცხადებს, რომელიც გამოეხმაურა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის მხრიდან საქართველოს მიერ მომხადებული რეზოლუციის მხარდაჭერას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხება.
მისი თქმით, მთელი რეგიონისთვის რეალურ საფრთხეს საქართველოში არსებული სამხედრო მიკრობიოლოგიური ლაბორატორია წარმოადგენს.
„რა თქმა უნდა, მთლიანად ვიზიარებ პოზიციას იმის შესახებ, რომ ამერიკავკასიის მილიტარიზაცია დღეისთვის მართლაც წარმოადგენს ძალიან რეალურ საფრთხეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ რეზოლუციაშია არც კი არის ნახსენები სამხედრო-ბიოლოგიური ბაზის შესახებ, რომელიც თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. ეს ქართული ლაბორატორია მართლაც რეალური საფრთხეა საქართველოში ადამიანის უფლებებთან და არა მხოლოდ მასთან დაკაშირებით“, - განაცხადა რუსეთის ყოფილმა მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ.
მისივე თქმით, ლაბორატორია ყველაზე საშიშ ბუნებრივ ვირუსებთან და მიკრობებთან მუშაობის საშუალებას იძლევა, რომლებიც ადამიანისთვის არის ცნობილი. ონიშენკომ აღნიშნა, რომ ლაბორატორიაში მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ ვირუსებზე, არამედ გადამტანებზე - ტკიპებსა და კოღოებზე.
„აქ არის საფრთხე ნებისმიერი ავარიის მხრივ ლაბორატორიაში - ვენტილაციის გაუმართაობა, ფილტრების არასაკმარისი მუშაობა, ან უბრალოდ, ლაბორატორიის თანამშრომლის დაავადება“ - განაცხადა ყოფილმა მთავარმა სანიტარმა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/55...sa-da-kogoebze/